- Advertisement -

მეზობელი რეგიონების დამეგობრების მიზნით დმანისში კულტურული და კულინარიული ტური მოეწყო

დმანისის მუნიციპალიტეტს აზერბაიჯანის რესპუბლიკის, ქალაქ განჯის დელეგაცია სკოლის მოსწავლეების, მერიისა და განათლების განყოფილების წარმომადგენლების შემადგენლობით ესტუმრა.

ტურის ფარგლებში დმანისში კულინარიული მასტერკლასი ჩატარდა. მასტერკლასის დაწყებამდე დმანისის ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა, რომლის დროსაც განსაკუთრებული აქცენტი დმანისის მუზეუმ- ნაკრძალის შესახებ გაკეთდა.

აზერბაიჯანის დელეგაციამ დმანისის მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირებისგან მიიღო ინფორმაცია ტურიზმის განვითარების მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

სტუმრებმა კულინარიული მასტერკლასის დროს მოინახულეს ქართული და აზერბაიჯანული ოჯახები. დააგემოვნეს ჩაი. მონაწილეობა მიიღეს ქართული პურის, ხაჭაპურის, კუბდარის და ხინკლის მომზადებაში.
ტური დასრულდა “ააიპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრში” გამართული კონცერტით.

Comments
Loading...