- Advertisement -

მეზობელი 4 წლის ბავშვის მკვლელობაზე: პოლიციამ დანა და ე.წ ზეწრები ამოიღო

შენობის მეპატრონემ, რომელშიც 4 წლის ბავშვი სავარაუდოდ ცემის შედეგად გარდაიცვალა, აცხადებს, რომ ინციდენტის დროს ხმაური არ გაუგია. უზბეკ ქალბატონებს მისგან საცხოვრებელი ოთახი ჰქონდათ ნაქირავები. როგორც თამარ დიასამიძე ამტკიცებს მას ბავშვის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა და არც მის მიმართ ძალადობის ფაქტს არ შესწრებია.

"მოვიდნენ ჩემთან, სახლის მიქირავება უნდოდათ. ბავშვი საერთოდ არ დამინახავს და შემთხვევა პოლიციისგან გავიგე. ერთი თვეა აქ ცხოვრობენ და ბავშვი ხმა არ გამიგია. კონტაქტი ჩემთან არ ჰქონდათ. ორი ქალბატონი იყო და როგორც ცხოვრობდნენ არ ვიცი. დეტალებზე ინფორმაცია არ მაქვს. შემთხვევა ღამის 12 საათზე მოხდა",- განაცხადა თამარ დიასამიძემ.

საპირისპიროს აცხადებენ შემთხვევის ადგილას მცხოვრებლები. გივი მიქელაძის მტკიცებით ორი უზბეკი ქალი ბავშვს ეტლით ქუჩაზე ხშირად ატარებდნენ. 

მისივე განამარტებით დღეს დილით სამართალდამცავებმა დანა და ე.წ ზეწრები ნაგვის ურნიდან ამოიღეს.

"ორი ქალი იყო, ალბათ დათვრნენ და იჩხუბს. პოლიციამ წუხელ აქ ღამე ათენა. ნაგვის ურნიდან პოლიციამ დანა და ე.წ ზეწრები ამოიღო",- განაცხადა გივი მიქელაძემ.

Comments
Loading...