- Advertisement -

მეორე დღეა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი ჭერემი გარესამყაროსაა მოწყვეტილი

მეორე დღეა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი ჭერემი გარესამყაროსაა მოწყვეტილი. სოფელთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა ადიდებულმა მდინარე ჭერმისხევმა დაანგრია და იქ მცხოვრები 50 ოჯახი რაიონთან დაკავშირებას ამ დრომდე ვერ ახერხებს. სოფელს არ აქვს მაღაზია, აფთიაქი და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტები.

გურჯაანის მუნიციპლაიტეტის მერის, არჩილ ხანდამაშვილის ინფორმაციით, სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად საჭირო მძიმე ტექნიკა უკვე მობილიზებულია და სამუშაოები დღეს დაიწყება. 

"როგორც კი პირველადი გზა გვექნება, სოფელ ჭერემის მოსახლეობას საკვები პროდუქტებით და პირველადი დახმარების მედიკამენტებით მოვამარაგებთ“ – განაცხადა ხანდამაშვილმა. 

მისივე ინფრომაციით, სოფლამდე მისასვლელ გზის აღდგენა ორ დღეში დასრულდება, შესაბამისად შესაძლებელი გახდება ელექტროიენერგიის აღდგენაც. 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე სტიქიით მიყენებულმა ზარალმა 200 ათასი ლარი შეადგინა.

Comments
Loading...