მეორე დღეა შუახევში დაკარგულ 13 წლის ბიჭს უშედეგოდ ეძებენ შუახევის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 21 მარტი, 2018 233 უკვე მეორე დღეა უშედეგოდ ეძებენ შუახევში დაკარგულ 13 წლის მურმან ფუტკარაძეს, გაუჩინარებულ 13 წლის მოზარდს. შეგახსენებთ შემთხვევა გუშინ დაახლოებით 17 საათზე სოფელ შუბანში მოხდა. მოზარდი თანატოლებთან ერთად ბურთს თამაშობდა, რა დროსაც ბურთი ადიდებულ მდინარეში ჩაუგორდა და მას გადაყვა. როგორც სამაშველო სამსახურში „აიპრესს“ განუცხადეს სამძებრო სამუშაოები გუშინ დაიწყო და მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. მათივე ინფორმაციით დილიდან უკვე ბათუმის, ხულოს , შუახევის და ქედის 50-მდე სახანძრო მაშველი ჩაერთო, სამძებრო სამუშაოებში ადგილობრივი მოსახლეობაცაა ჩრთული.