“მერების შეთანხმების“ ხელმოწერის საზეიმო ცერემონიალს კახეთიც შეუერთდა კახეთის მხარე დამატების თარიღი 15 მარტი, 2018 374 დღეს კახეთის რეგიონის 7 მუნციპალიტეტეტის მერია შეუერთდა ევროკავშირის პროგრამას – „მერების შეთანხმება – აღმოსავლეთი“. 2018 წლის 15 მარტიდან კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის კოორდინირებით, „მერების შეთანხმების“ პროგრამას კახეთის სხვა მუნიციპალიტეტებთან ერთად, გურჯაანიც შეუერთდა. ხელმოწერის საზეიმო ცერემონიალი ქ. თელავში ერეკლე მეფის სასახლის საელჩო დარბაზში გაიმართა. ღონისძიებას უძღვებოდა ა(ა)იპ „კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტო“-ს აღმასრულებელი დირექტორი – მალხაზ ჭრელაშვილი. ხელმოწერის ცერემონიალს ესწრებოდნენ: საქართველოში ევროკაშირის დელეგაციის წარმომადგენლები: ვინსეტ რეი, მაქსიმ ვერეშჩაკი, ასევე „მერების შეთანხმების“ პროგრამის ექსპერტი საქართველოსა და აზერებაიჯანში – გიორგი აბულაშვილი. აუდიტორიას სიტყვით მიმართა კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა, რომელმაც მისასალმებელ სიტყვაშიყურადღება გაამახვილა ყველა იმ სიკეთეზე, რასაც აღნიშნულ პროგრამაში ჩართულობა კახეთის რეგიონს მოუტანს: "დღეს ევროკავშირის ფართომასშტაბიან ინიციატივას – მერების შეთანხმებას უერთდება კახეთის 7 მუნიციპალიტეტი, მერების შეთანხმება აერთიანებს ადგილობრივ და რეგიონულ მთავრობებს, რომლებიც ნებაყოფლობით იღებენ ვალდებულებას, გაზარდონ ენერგოეფექტურობა და განახლებადი ენერგიების გამოყენება. ამ პროგრამაში ჩართულობით შესაძლებელი გახდება კლიმატის ცვლილების შედეგად მოსალოდნელი ეფექტების შერბილება, ადამიანის ადაპტირება ინოვაციურ ტექნოლოგიებთან და თანამედროვე, ალტერნატიული ენერგიის წარმოებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა“. კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებს საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელმა – ვინსეტ რეიმ პროგრამაში ჩართვის შესახებ დამადასტურებელი სერთიფიკატები გადასცა.