- Advertisement -

მერია ბაღდათში, სოფელ ფერსათში ხანძრის შედეგად დაზარალებულ 7 სულიან ოჯახს დაეხმარა

სოფელ ფერსათში ხანძრის შედეგად დაზარალებულ, სოციალურად დაუცველ ჭელიძეების 7 სულიან ოჯახს, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და აიპების თანამშრომლებმა საკვები პროდუქტები, ტანსაცმელი და საოჯახო ნივთები გადასცეს.

მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ჭელიძეების ოჯახი დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილია. მათ დასახმარებლად ადგილობრივი თვითმმართველობა ქმედით ნაბიჯებს უკვე დგამს.

Comments
Loading...