- Advertisement -

მესამე დღეა ქუთაისში კომპანია “მაქსიმში” დასაქმებული მძღოლები აქციას მართავენ

მესამე დღეა ქუთაისში, ტაქსის მძღოლების პროტესტი მიმდინარეობს. კომპანია "მაქსიმში" დასაქმებულები ტარიფის 30 თეთრით გაზრდას ითხოვენ.

გაფიცულები ამ წუთებში ქალაქის მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან არიან შეკრებილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ.

"400-მდე მძღოლი ვართ გაფიცული. სასაცილო ტარიფით საქმიანობს კომპანია. ჩვენ გავხადეთ ეს კომპანია მონოპოლისტი. ჩვენით ჰყავთ მგზავრები. რა ვქნათ, საწვავი გაძვირდა. მანქანას თუ მივხედეთ, ოჯახს ვერ ვხედავთ და პირიქით. 30 თეთრით გაზრდაზეა საუბარი, რომ არც ჩვენ დავზარალდეთ და არც მგზავრები. გვეუბნებიან, თუ არ შეწყვეთ პროტესტს, სამუდამოდ დაიბლოკებითო. გვინდა, რომ ქუთაისის ხელისუფლება დაინტერესდეს ჩვენი პრობლემით. 400 უმუშევარი ქალაქს რომ დააწვება, კარგია?"- აცხადებენ გაფუიცულები.

ტაქსის კომპანიში აცხადებენ, რომ გაფიცულთა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება და ტარიფების გაზრდა არ მოხდება. ქუთაისის მერიიდან კი აქციის მონაწილეებს ამ დროისათვის არავინ გამოხმაურებია. მერიაში აცხადებენ, რომ დავაში ისინი ვერ ჩაერევიან.

Comments
Loading...