მესტიაში მშენებარე მესტია-ჭალა ჰესის მშენებლობას “სვანეთის ახალგაზრდული მოძრაობა“ აპროტესტებს მესტიის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 2 დეკემბერი, 2017 491 მესტიაში მშენებარე მესტია-ჭალა ჰესის მიმდებარედ „სვანეთის ახალგაზრდული მოძრაობის“ ორგანიზიებით აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნებია, შეწყდეს სვანეთში ჰესების მშენებლობა და ინდუსტრიული მასშტაბებით ოქროს წარმოება.მათივე განცხადებით, ჰესებმა შესაძლოა მათ ჯანმრთელობაზე ცუდი ზეგავლენა იქონიონ.ადგილობრივთა ნაწილის თქმით, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა და ჰესების მსენებლობა არ შეწყდა პერნამენტულ აქციებს დაიწყებენ. „სვანეთის ახალგაზრდული მოძრაობა“ ასევე წერილით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს, რომ დაიწყოს ფართომასშტაბიანი დისკუსია სახელმწიფო ინსტიტუციებს შორის, მოიწვიონ მაღალი კვალიფიკაციის ექსპერტები და სწორად მოხდეს პრიორიტეტების განსაზღვრა. წინააღმდეგ შემთხვევაში აქციის მონაწილეები, სვანეთის მკვიდრი მოსახლეობა, როგორც თვითონ ამბობენ, მიმართავს კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას და გამოიყენებს ყველა ლეგიტიმურ ხერხს, სვანეთში ჰესებისა და ოქროს მოპოვებითი პროექტების შესაჩერებლად. ცნობისთვის, „მესტიაჭალა 1" და „მესტიაჭალა 2" ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას საფუძველი 2017 წლის 6 ივნიის ჩაეყარა, დასრულება და ექსპლუატაციაში შესვლა 2018 წლის დეკემბერშია დაგეგმილი. ჰესების ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ ენერგოსისტემას 175 მილიონი კვტ/სთ შეემატება.