- Advertisement -

მესტიაში, სოფელ იელის მოსახლეობა ოქროს საწარმოს მუშაობას აპროტესტებს

მესტიაში საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილობრივები სოფელ იელში ოქროს წარმოების სამუშაოების წინააღმდეგები არიან და აცხადებნ რომ ასაფეთებელი მოწყობილება, რომელის მეშვეობითაც ხდება ოქროს წარმოება შეიცავს სიცოცხლისთვის საშიშ ნივთიერებას.

როგორც ისინი აცხადებენ, აღნიშნული ნივთიერება როგორც ჯანმრთელობისთვისაა საშიში, აგრეთვე ბუნებისთვის და ზოგადად ხეობისთვის.

აქციის მონაწილეების თქმით, იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლებამ მათი ხმა ვერ გაიგო, მასშტაბურ აქციას გამართავენ.

აქციის მიმდინარეობის დროს ადგილზე საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული.

Comments
Loading...