- Advertisement -

მესტია-ხაიშის დამაკავშირებელ გზაზე კლდე ჩამოშლა

მესტია-ხაიშის დამაკავშირებელი გზა დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ჩაკეტილი იყო და ავტომობილები გადაადგილებას ვერ ახერხებდნენ. ამის მიზეზი კლდის ჩამოშლა გახდა.

როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი აცხადებს, დიდი რაოდენობით ქვა იყო ჩამოცვენილი. მერის განცხადებით, კლდე თოვლის დნობასთან ერთად ჩამოიშალა. შემათხვევის შედეგად ავტომანქანები არ დაზიანებულა. მისივე თქმით, გზა უკვე გახსნილია.

Comments
Loading...