- Advertisement -

მესტიის მუნიციპალიტეტის მულახის თემში თამრო გუჯეჯიანის ჰაგაამს რეაბილიტაციის პირველი ეტაპი ჩაუტარდა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით 2018 წელს მესტიის მუნიციპალიტეტის მულახის თემში რეაბილიტაციის პირველი ეტაპი ჩაუტარდა თამრო გუჯეჯიანის ჰაგაამს.

შესრულებული სამუშოების შედეგად ნანგრევებისაგან გაიწმინდა ინტერიერი, მოიხსნა კედლის დაზიანებული საპირე წყობა; ქვის წყობით აღდგა კედლები, მოეწყო რკინა-ბეტონის ფარული სარტყელი, ხის კონსტრუქციებით მოხდა სართულშუა გადახურვა და მრგვალი ხე-მასალით მოეწყო ყავარის სახურავი.

სვანეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და მოვლა-პატრონობის სტრატეგიული პროექტის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სარეაბილიტაციო სამუშაოებს მესტიის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც ახორციელებს, სადაც გასული 4 წლის განმავლობაში უკვე აღდგა 80 – მდე სვანური კოშკი და მაჩუბი. არსებული მონაცემებით, სვანეთში შემორჩენილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან, გადაუდებელ რეაბილიტაციას 150 – მდე კოშკი და მაჩუბი საჭიროებს.
სამუშაოები შეასრულა შპს „თაუერს+“-მა.

Comments
Loading...