მეშახტეები პრემიერისგან ანაზღაურების მიღების პირობას ითხოვენ ტყიბულის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 17 ივლისი, 2018 140 ტყიბულში მინდელისნსახელობის შახტის წინ, მეშახტეების ნაწილი შეიკრიბა. მათი განცხადებით, ეჭვი შეაქვთ პრემიერის განცხადებაში რომ გამოძიების დასრულებამდე მათ კუთვნილ ხელფასს აუნაზღაურებენ, მაშინ როცა 25 შახტი დახურული იქნება. "ვინმემ დაგვარწმუნოს იმაში რომ ნამდვილად ვიღებთ კუთვნილ ანაზღაურებას. საეჭვოა, შახტები გამოძიების დასრულებამდე დახურულია, განოძიება როდის დასრულდება არავინ იცი, სამი თვე ვემახსოვრებით და მერე არავინ გაგვიხსენებს. ჩვენი ერთადერთი შემოსავლის წყარო შახტია. მოგვცეს ვინმემ პირობა რომ მშიერი არავინ დარჩება"- აცხადებენ მეშახტეები.