მეშახტეებმა ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის გადადგონის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს ტყიბულის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 18 ივლისი, 2018 137 ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტთან, ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის გადადგონის მოთხოვნით, მეშახტეებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. მათი განცხადებით როცა მხოლოდ ბოლო სამი თვის განმავლობაი 10 ადამიანი იღუპება და მეშახტეების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, არ შეიძლება თანამდებობა შეინარჩუნონ მოქმედა ხელმძღვანელებმა. "დავიწყეთ ხელმოწერების შგროვება, უნდა წავიდნენ თანამდებობიდან პასუხისმგებელი პირები, ხალხი იხოცება ამ შახტში, უსაფრთხოებაზე საერთოდ ლაპარაკიც არ არის. არ გავჩერდებით ვიდრე მიზანს არ მივაღწევთ" – აცხადებენ მეშახტეები.