- Advertisement -

მეწყერმა ქობულეთის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

7 მეწყრული კერა დაფიქსირდა ქობულეთის მუნიციპალიტეტში. სოფლებში მეწყერი ჩამოწვა.

უხვმა ნალექმა ყველაზე მძიმე ვითარება შექმნა სოფელ კვირიკეში. მიწის მასა გოგიტიძეების საცხოვრებელ სახლთან ჩამოიშალა.

მათი თქმით, სახლის საძირკველს საფრთხე ემუქრება. ოჯახი მეწყრულ პროცესებს გზაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს უკავშირებს.

გამგეობაში ბრალდებებს უარყოფენ. გამგებლის განმარტებით მეწყრული პროცესების გააქტიურება ძლიერმა წვიმამ განაპირობა.

მათივე თქმით, მდგომარეობას გეოლოგები შეისწავლიან და ამის შემდეგ მოხდება ოჯახებისთვის ზარალის ანაზღაურება.

Comments
Loading...