მეხანძრეები ქუთაისში, გუმათჰესის ტერიტორიაზე ხანძრის ჩაქრობას ამ დრომდე ცდილობენ ქუთაისი დამატების თარიღი 6 დეკემბერი, 2017 345 მეხანძრეების, ქუთაისში გუმათჰესის ტერიტორიაზე ხანძრის ჩაქრობას ამ დრომდე ცდილობენ. ხანძარი დაახლოებით 2 საათის წინ გაჩნდა. ხანძრის ლიკვიდირებას 7 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი ცდილობს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შსს-მაც, უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა მიღებულ შეტყობინებაზე დაუყოვნებლივ მოახდინეს რეაგირება. შემთხვევის ადგილზე 40-მდე მეხანძრე-მაშველი და 7 ერთეული ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკაა მობილიზებული. პირველადი ინფორმაციით, მომხდარი აფეთქების შედეგად, გუმათჰესი 2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიღვარა 18 ტონამდე საწვავი. ასევე, ხანძარი გაუჩნდა ზეთის ტრანსფორმატორს. ადგილზე დაფიქსირდა ღია ცეცხლი და ძლიერი დაკვამლიანება. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.