მეხანძრე-მაშველები მესამე დღეა შიდა ქართლში მოსახლეობას ეხმარებიან შიდა ქართლის მხარე დამატების თარიღი 11 იანვარი, 2018 352 საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ოპერატიული მართვის ცენტრში, შიდა ქართლიდან სტიქიასთან დაკავშირებით 60-ზე მეტი შეტყობინება შევიდა. ხაშურისა და სურამის მუნიციპალიტეტებში უხვი ნალექის შედეგად დატბორილი სახლებიდან და ეზოებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები მესამე დღეა ინტენსიურად მიმდინარეობს. მოსახლეობის დასახმარებლად, თბილისიდან დამატებით იქნა მობილიზებული ჯგუფები შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობით. სამაშველო ღონისძიებაში ჩართულია 50-მდე მეხანძრე-მაშველი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ამდროისთვის დახმარება უკვე 50-მდე ოჯახს აღმოუჩინეს. სამაშველო ოპერაციები შიდა ქართლში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.