- Advertisement -

მე-2 ტურში ბათუმში “ოცნების” შტაბს მერთან ერთად უმღალესი საბჭოს დეპუტატი უხელმძღვანელებს

მე-2 ტურში ბათუმში “ქართული ოცნების” შტაბს ბათუმის მერთან ერთად უმღალესი საბჭოს დეპუტატი ირაკლი ჭეიშვილი უხელმძღვანელებს .

გავრცელებული ინფორმაციით საკადრო ცვლილებების მიზეზი პირველი ტურის შედეგები გახდა. ცესკო-ს მონაცემენით ბათუმის 79-ე ოლქში გრიგოლ ვაშაძემ ხმების 44,78%-ი მიიღო, სალომე ზურაბიშვლმა კი 33,91%-ი. ირაკლი ჭეიშვილი ქართული ოცნების შტაბს 2013 წლიდან ხელმძღვანელობდა, იგი ლაშა კომახიძემ მერის თანამდებიბის დაკავების შემდეგ ჩაანაცვლა. ამ ეტაპზე უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, შტაბში მერის მოადგილე იქნება. უმაღლესი საბჭოს პრესსპიკერის განცხადებით, პირველ ტურში აღნიშნული პოსტი ამავე უწყების დეპუტატს “ქართული ოცნებიდან” ვახტანგ წულაძეს ეკავა.

“აიპრესმა” ინფორმაციის გადამოწმება თავად ადრესატთან ირაკლი ჭეიშვილთან სცადა. თუმცა დეპუტატს პირადი მობილურის ნომერი გათიშული აქვს. მანმდე კი “აჭარის ტელევიზიისთვის” მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ პირველ ტურში პარტიული აქტივი მოდუნებული იყო და მეორე ტურში მისი საარჩევნო შტაბში ჩართვის შემდეგ სრული მობილიზაცია გამოცხადდება.

“უფრო მეტი კომუნიკაცია გვჭირდება მოქალაქეებთან, თუმცა ბუნებრივია შტაბის მუშაობის შეცდომების შედეგი არ ყოფილა დიდი სხვაობით წაგება ბათუმში. მოქალაქეები განაწყენებულები არიან და საჭიროა მოხდეს ამის ანალიზი. დარწმუნებული ვარ მეორე ტურში გავიმარჯვებთ, თუმცა ეს პრობლემას არ ხსნის, პირიქით, ამაზე ძალიან ბევრია სამუშაო, რომ გავითვალისწინოთ ის განაწყენების მიზეზები და ვიმუშაოთ მის აღმოფხვრაზე. ყველანი ძალიან მოდუნებულები ვიყავით და არ ველოდით ასეთ შედეგს, ახლა მობილიზაციას გავაკეთებთ და ხვალიდან ჩავერთვები.

ალბათ შესასწავლია რატომ არის ამომრჩეველი განაწყენებული ბათუმში, ანალიზის პასუხებს გეტვით, ჯერ პროცესში ვართ. ფაქტია კონკრეტულ ქალაქებში წავაგეთ. ქალაქი უფრო მეტს ითხოვს, შედეგი სახეზეა”. – აცხადებს ირაკლი ჭეიშვილი.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით რეგიონის 6 მუნიციპალიტეტის შტაბის უფროსი მეორე ტურში იგივე პოზიციაზე დარჩა, მათ შორის ქობულეთში, რომელიც მმართველი გუნდის მხარდაჭერილმა კანდიდატმა ასევე წააგო.

Comments
Loading...