- Advertisement -

მე-5 დღეა ბათუმში ოჯახი 15 წლის გოგონას ეძებს

მოზარდი სახლიდან გასული კვირის პარასკევს სკოლაში წავიდა და მას შემდეგ აღარვის უნახავს. სკოლაში ამბობენ რომ ის სასწავლო პროცესს არ დასწრებია, რის გამოც მშობლებს შეატყობინეს. ოჯახი ეჭვობს, რომ გოგონა თანატოლების გავლენით საეჭვო სექტაში იყო ჩართული.

"ვფიქრობ რომ სექტაშია ჩართული, იმიტომ რომ მანამდე ვინც ყავდა მეგობრები ყველას ჩამოცილდა. სულ გაყინული თვალებით მიყურებდა ამ ბოლო დროს. ისეთ რაღაცეებს წერდა ფეისბიქზე და ისეთი რაღცები ვნახე ვეღარაფერს ვამბობ შეშინებული ვარ. პილიციას პარასკევს საღამოს შევატყობინეთ და მას შემდეგ ჩართულია, ყველაფერს აკეთებს", – განაცხადა გოგონას დედამ ლია მწერალიშვილმა.

ფაქზე გამოძიება 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

Comments
Loading...