- Advertisement -

მთავრობის განკარგულებით, ანაკლიასა და განმუხურში განსახორციელებელი პროექტებისთვის 5 მილიონამდე ლარი გამოიყო

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტს 4 805 550 ლარი გამოეყო. გამოყოფილი თანხის უმეტესი ნაწილი ანაკლიასა და განმუხურში სხვადსხვა პროექტების განხორციელებას მოხმარდება.

გამოყოფილი ფინანსური რესურსიდან 2 261 782 ლარი, ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელ საფეხმავლო ხიდთან განთავსებული კაფე-რესტორნის რეაბილიტაციას მოხმარდება. თავად საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაციისთვის კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 797 908 ლარია გამოყოფილი.

ანაკლია-განმუხურის ბულვარის და მისი მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობისა და რეაბილიტაციისთვის კი 1 238 914 ლარია გამოყოფილი.

გარდა ამისა მთავრობის განკარგულებით, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ტბისა და სარწყავი სისტემის წყალმომარაგებისთვის 506 946 ლარი გამოიყო.

აღნიშნულ პროექტებზე თანხების გამოყოფასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის 350-ე განკარგულება, 27 თებერვალს გამოიცა.

Comments
Loading...