- Advertisement -

მიხეილ ჩხენკელი აჭარის პედაგოგებს, დირექტორებს და რესურსცენტრის ხელმძღვანელებს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან ინგა შამილიშვილთან ერთად აჭარის მუნიციპალიტეტების პედაგოგებს, დირექტორებს და რესურსცენტრის ხელმძღვანელებს ზოგადი განათლების მიმართულებით დაგეგმილი ის სიახლეები გააცნო, რომელთა განხორციელება უკვე დაწყებულია.

მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ვრცლად ისაუბრა მასწავლებელთა მიზნობრივ ტრენინგებზე და პროფესიული განვითარების სქემაზე. ასევე, სამინისტრო მიერ შემუშავებული აზროვნებაზე ორიენტირებული პროექტი „ევრიკა“გააცნო, რომელიც გაზრდის სწავლის ხარისხს და საუნივერსიტეტო სივრცეს სკოლებთან დაახლოებს. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა სამინისტროს მიერ განათლების მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.

შეხვედრაზე ასევე, ყურადღება გამახვილდა უსაფრთხო სკოლის კონცეფციაზე და ამ კუთხით მთავარ გამოწვევებზე. მიხეილ ჩხენკელმა დირექტორებს განათლებისა და მეცნიერების და შინაგან საქმეთა სამინისტროების მიერ შემუშავებულ კანონპროექტი გააცნო. შეხვედრას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეები ბაგრატ მანველიძე და ირაკლი თავბერიძე ესწრებოდნენ.

Comments
Loading...