- Advertisement -

“მოგვხედეთ და გვიშველეთ” – ხევლაჩაურში, “ოცნების ქალაქში” აქცია მიმდინარეობს

"მოგვხედეთ და გვიშველეთ" სლოგანით "ოცნების ქალაქში" მაშტაბური აქცია მიმდინარეობს. დასახლებაში მაცხოვრებლები და სოციალურად დაუცველები ითხოვენ მიმდებარე ტერიტორიაზე მათთვის მრავალსართულიანი სახლი აშენდეს, რომლის მშენებლობაზეც აქ მცხოვრები ადამიანები დასაქმდებიან.

აქციის მონაწილეების თქმით ეს არის გზავნილი რომ დროული რეაგირება მოახდინოს ხელისუფლებამ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მარტიდან უფრო მაშტაბურ რადიკალურ აქციებს აანობსებენ.

"25-ე და 52-ე ბატალიონში მცხოვრები 2600 ოჯახია, 6 წელია ამ პირობებში ვცხოვრობთ, დროა მთავრობამ მოგვაქციოს ყურადღება და შეგვიქმნას შესაბამისი საცხოვრებელი პირობები" – განუცხადა "აიპრესს" მარინა ბერიძემ.

სხვადასხვა მიზეზით საცხოვრებელის გარეშე აჭარაში ბინის მოლოდინში 3000-მდე ოჯახი ცხოვრობს.

Comments
Loading...