- Advertisement -

მოზარდის და საზოგადოების წინაშე არსებული გამოწვევების თემაზე სამტრედიაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

დღეს მუნიციპალიტეტის მერიაში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის მიერ სკოლის მიღმა დარჩენილი მოზარდების მიმართ ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში,სკოლის დირექტორებთან,პედაგოგებთან და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური აგენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

დღევანდელ შეხვედრაზე განიხილა საკითხები ბავშვის განათლებისა და განვითარების უფლებების დაცვის აუცილებლობის შესახებ, განათლების უფლების შეზღუდვის შემთხვევაში მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებიდან ადრეული განთესვისას მოზარდის და საზოგადოების წინაშე არსებული რისკებისა და გამოწვევების შესახებ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით, ორგანიზაცია ააიპ ,,სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი (CSDC)” საინფორმაციო შეხვედრებს , ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურებში ჩართული უწყებების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლებისთვის მართავს.

შეხვედრის ბოლოს,მონაწილეებისთვის საინფორმაციო ბროშურები დარიგდა. ამის შესახებ ინფორმაციას სამტრედიის მერია ავრცელებს.

Comments
Loading...