- Advertisement -

მონადირეთა კავშირის წარმომადგენლები ფოთის ახლადარჩეულ მერს შეხვდნენ

დღეს ფოთის მონადირეთა კავშირის წარმომადგენლები ქალაქის მერს გოჩა კურდღელიას შეხვდნენ. ახლდარჩეულ მერს მონადირეებმა მათ სფეროში არსებული პრობლემების მოგვარება სთხოვეს.

მონადირეებიის განცხადებით, კოლხეთის ეროვნულ პარკში გადაადგილებისას გარკვეული შეზღუდვები აქვთ. კერძოდ, პალიასტომის ტბის გავლით, იარაღის თუნდაც დაშლილ მდგომარეობაში გადატანა და იმ ადგილებამდე მიტანა, სადაც ნადირობაა ნებადართული, იარაღის თუნდაც დაშლილ მდგომარეობაში გადატანა ეკრძალებათ. სანადირო ტერიტორიებზე მოხვედრა კი ეროვნული პარკის გავლის გარეშე შეუძლებელია. მონადირეები განმარტავენ, რომ გადამფრენი ფრინველები სწორედ აღნიშნულ ტერიტორიაზე ბუდობენ.

გოჩა კურდღელიამ მონადირეებს განუცხადა,რომ არსებულ პრობლემას დეტალურად შეისწავლის და შესაბამის ორგანოებს მიმართავს.

Comments
Loading...