მორიგი ტრაგედია ტყიბულის შახტში – 4 ადამიანი დაიღუპა, 6 დაშავდა ტყიბულის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 16 ივლისი, 2018 190 ამ ინფორმაციას "საქქვანახშირის" გენერალური დირექტორი ჯამბულ ჯაყელი "კურიერთან" ადასტურებს. "4 ადამიანი დაიღუპა, 6 დაშავებულია. რა მოხდა შახტაში მიზეზი ჯერ-ჯერობით დაუდგენელია. სავარაუდოდ წინა შემთხვევის მსგავსია", – განაცხადა ჯაყელმა შეგახსენებთ, 2018 წლის 5 აპრილს ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში უბედური შემთხვევა მოხდა, 6 ადამიანი გარდაიცვალა, 3 დაშავდა, რის გამოც 2018 წლის 6 აპრილი ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა.