- Advertisement -

მოსახლეობა ქობულეთი-ოზურგეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციას ითხოვს

ქობულეთი – ოზურგეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციას ითხოვენ მიმდებარედ მაცხოვრებლები. მოსახლეობა სოფელ ლეღვასთან ცენტრალურ მაგისტრალზე შეიკრიბა ორმოებად ქცეული გზატკეცილი მდგომარეობა გააპროტესტა.

მათი თქმით გზაზე ორმოები სოფელ ლეღვადან იწყება და ოზურგეთის შესასავლელამდე მდგომარეობა უცვლელია, რის გამოც აღნიშულ მონაკვეთზე ავტომობილით გავლა გართულებულია. მოუწესრიგებელია სანიაღვრე არხებიც და არ არსებობს გარე განათება. ადგილობრივებს მზიან ამინდში მტვერი, წვიმაში კი ტალახი უქმით დისკომფორტს. მოუწესრიგებელი გზის გამო როგორც ამბობენ, სამარშუტო ტაქსების მძღოლების ნაწილმა მარშუტი შეიცვალეს. აქციის მონაწილეების თქმით, გზის რეაბილიტაცია არაერთხელ მოითხოვეს, თუმცა უშედეგოდ. აქციას ნაციონალური მოძრაობის წევრებიც შეუერთდნენ.

ქობულეთი-ოზურგეთის დამაკავშირებელი მაგისტრალი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.

Comments
Loading...