- Advertisement -

მოქანდაკე თემურ მახარაძემ პროტესტის ნიშნად თავი ნახევრად გადაიპარსა

ბათუმელმა მოქანდაკემ პროტესტის ნიშნად თავი ნახევრად გადაიხოტრა. თემურ მახარაძე ბათუმის მერიას საავტორო უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს. საქმე ეხება 9 აპრილის მემორიალს, რომელიც ზღვისპირა პარკში უნდა დაიდგას.

პროტესტის მიზეზი მის მიერ შექმნილი ესკიზია, რომელსაც ბათუმის მერია 9 აპრილის მემორიალთან დადგამს.

ბრინჯაოს ქანდაკება მერიის მიერ გამოცხადებლი ტენდერის თანახმად სხვა კომპანია გააკეთებს და არა ავტორი. თემურ მახარაძე ამტკიცებს, რომ შესაძლოა ამით საავტორო უფლებები დაირღვეს, რადგან ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ესკიზი სათანადოდ ვერ დაამზადოს.

მერიაში კი განმარტავენ, რომ საკითხი უკვე გადაწყვეტილია და მემორიალი ბათუმში 9 აპრილს დაღუპული გმირების საფლავთან აგვისტოს ბოლომდე დაიდგმება.

Comments
Loading...