- Advertisement -

“მრავალეროვანი საქართველო”: ხმის მიცემის პროცესში ბორჯომსა და ხაშურში ხარვეზები დაფიქსირდა

"მრავალეროვანი საქართველო" 07: 00-დან 08 : 00-მდე უბნის გახსნისა და მოწყობის, ასევე ხმის მიცემის პროცესის მიმდინარეობისა და 11:00 სთ. მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ განცხადებას ავრცელებს. 

"სამონიტორინგო პროგრამა ფარავს ბორჯომის #36, ხაშურის # 35 და ყაზბეგის # 29 საარჩევნო ოლქებს.

სამონიტორინგო პროგრამაში ჩართულია 83 მოკლევადიანი დამკვირვებელი, მათ შორის 63 საუბნო, 16 მობილიური ჯგუფის, 3 საოლქო საარჩევნო კომისიისა და 1 ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამკვირვებელი.

07:00-დან 08:00-მდე უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესში „მრავალეროვანი საქართველოს“ მოკლევადიანი დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესბამისად: ყველა დამკვირვებელი დაუბრკოლებლივ შეუშვეს საარჩევნო უბანზე; ყველა დამკვირვებელს მიეცა შესაძლებლობა თავისუფლად დაკვირვებოდა უბნის გახსნისა და მოწყობის პროცედურებს; ყველა საარჩევნო უბანი მზად იყო პირველი ამომრჩევლის მისაღებად 08:00 საათისათვის; არ დაფიქსირდა არცერთი დარღვევა უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესში.

შესაბამისად უბნის გახსნის უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესი წარიმართა მშვიდ გარემოში ხარვეზების გარეშე.

მიუხედავად აღნიშნულისა ორგანიზაციის დამკვირვებლების მიერ ხმის მიცემის პროცესში დაფიქსირდა ორი ხარვეზი, კერძოდ: ხაშურის #35 საარჩევნო ოლქის #1 უბანზე ამომრჩევლის მიერ საარჩევნო კონვერტი მოათავსდა გადასატან საარჩევნო ყუთში, ნაცვლად ძირითადი საარჩევნო ყუთისა; ბორჯომის #36 საარჩევნო ოლქის # 15 უბანზე ამომრჩეველზე ბიულეტენის გაცემა ამომრჩეველთა ერთიან სიაში ხელმოწერის დაფიქსირების გარეშე.

რაც შეეხება აქტივობას: 11:00 საათისთვის გახლავთ ბორჯომი: 3157 კაცი (26528-დან) – 11,9%, ხაშური: 1646 კაცი (48963-დან) – 3,4%, ყაზბეგი: 515 კაცი (5313-დან) – 9,7%

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

http://pmmg.org.ge/home/article/203"- აღნიშნულია "მრავალეროვანი საქართველოს" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Comments
Loading...