მუზეუმებისა და ეროვნული სამოსის დღე სენაკში ღონისძიებებით აღინიშნა რეგიონებისენაკის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 19 მაისი, 2022 6 მუზეუმების საერთაშორისო და ეროვნული სამოსის დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, ჟიული შარტავას და მისივე სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმებში, თემატური გამოფენით დაიწყო. სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, მუზეუმების მეცნიერ-თანამშრომლებს მადლობის სიგელები გადასცა. ეროვნული სამოსის დღე მიეძღვნა მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ლეგენდარული სუხიშვილების ოქროს თაობის მოცეკვავის, სენაკის საპატიო მოქალაქის, შალვა (ჯამუ) გარუჩავას სახელობის ქორეოგრაფიული სტუდია ,,კუჩხიბედინერის“ ორგანიზებით გამართული ,,კუჩხიბედინერელთა“ კოსტუმირებული მსვლელობა. პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე მოეწყო „ფოტოზონები“, პოეზიის საღამო – საგანგებოდ დანთებულ კოცონთან, გაიმართა კონცერტი – მომღერალ ბოკა კვეკვესკირისა და მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,,კოლხის“ მონაწილეობით, ახალგაზრდულ თეატრ ,,ფიროსმანის’’ მსახიობების მიერ წარმოდგენილ იქნა ილია ჭავჭავაძის პოემის მიხედვით დადგმული სპექტაკლ-კომპოზიცია ,,განდეგილი’’.