- Advertisement -

მუნიციპალიტეტებისთვის 171 მილიონზე მეტი გამოიყო – რა პროექტების განხორციელება იგეგმება რეგიონებში

მიმდინარე წელს, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისთვის 171 მილიონ 194 ათას 468 ლარი გამოიყო, რომელიც რეგიონებში სხვადასხვა პროექტის განხორციელებას მოხმარდება. აღნიშნულს მთავრობის განკარგულება ითვალისიწნებს.

გამოყოფილი თანხით სხვადასხვა მუნიციპალიტეტში დაგეგმილი თითოეული პროექტის განსახორციელებლად ასანაზღაურებელი თანხის დიდი ნაწილი დაიფარება. დარჩენილ თანხას კი, როგორც “აიპრესს” რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განუცხადეს, მუნიციპალიტეტები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფარავენ.

მცხეთის მუნიციპალიტეტისთვის 5 მილიონ 576 ათას 926 ლარია გამოყოფილი, სადაც შემდეგი პროექტების განხორციელება იგეგმება: 

სოფელ ნავდარაანთკარში ახალი დასახლებისთვის სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობა და დაქსელვა;

სოფელ ნატახტარში კულტურის სახლის რეაბილიტაცია;

სოფელ არაშენდაში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია;

სოფელ მუხრანში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია;

ქალაქ მცხეთაში, ღართიკარის დასახლებაში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია;

სოფელ ძეგვში სასმელი წყლის რეზერვუარის მოწყობა და დაქსელვა სოფლის ცენტრის მიმდებარედ;

ქალაქ მცხეთაში დავით აღმაშენებლის N47 სკვერის რეაბილიტაცია;

სოფელ ჩარდახში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია;

სოფელ ძალისში შიდა საუბნო გზების მოასფალტება;

სოფელ ვაზიანში შიდა საუბნო გზების მოასფალტება;

სოფელ ნავაზში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია;

სოფელ გალავანში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია;

სოფელ წიწამურში შიდა საუბნო გზების მოასფალტება;

სოფელ გოროვანში შიდა საუბნო გზების მოასფალტება;

სოფელ ვარდისუბანში მისასვლელი გზის რეაბილიტაცია;

ქალაქ მცხეთაში, ნარეკვავის დასახლებაში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია;

სოფელ ძეგვში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია;

სოფელ პატარა ქანდაში მისასვლელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები.

ჯამში, აღნიშნული პროექტების მთლიანი ღირებულების ფარგლებში მიმდინარე წელს ასანაზღაურებელი თანხაა 5 მილიონ 870 ათას 458 ლარი, ფოდნიდან კი 5 მილიონ 576 ათას 926 ლარია გამოყოფილი. დარჩენილ თანახას მუნიციპალიტეტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფს.

თიანეთის მუნიციპალიტეტს 848 ათას 540 ლარი გამოეყო, სადაც შემდეგი პროექტების განხორციელება იგეგმება: 

დაბა თიანეთში, სოფელ ჭურჭელაურების დამაკავშირებელი მუნიციპალური მნიშვნელობის გზის მონაკვეთის მოასფალტება (მეორე ეტაპი);

ალოტში ორი არსებული დაზიანებული წყალგამტარი მილის ნაცვლად ახალი მილების მოწყობა.

ჯამში, აღნიშნული პროექტების მთლიანი ღირებულების ფარგლებში მიმდინარე წელს ასანაზღაურებელი თანხაა 848 ათას 540 ლარი. ფონდიდან აღნიშნული თანხა სრულად დაიფარა.

გორის მუნიციპალიტეტს 7 მილიონ 211 ათას 240 ლარი გამოეყო, სადაც შემდეგი პროექტების განხორციელება იგეგმება: 

ქალაქ გორში სუხიშვილის ქუჩის პარალელური, შიდა კვარტალური გზის რეაბილიტაცია;

სოფელ მეჯვრისხევისა და ახალუბნის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია;

ქალაქ გორში, ჭონქაძის ქუჩაზე სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახურის შენობის მშენებლობა;

კარალეთის დევნილთა დასახლებაში შიდა გზების რეაბილიტაცია;

ქალაქ გორში გორგასლის ქუჩის რეაბილიტაცია;

ქალაქ გორში კახნიაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია;

სოფლების დიცი-ქორდი-არბო-მერეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია.

ჯამში, აღნიშნული პროექტების მთლიანი ღირებულების ფარგლებში მიმდინარე წელს ასანაზღაურებელი თანხაა 9 მილიონ 592 ათას 50 ლარი, ფონდიდან 7 მილიონ 221 ათას 240 ლარია გამოყოფილი,  დარჩენილ თანახას მუნიციპალიტეტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფს.

ახალციხის მუნიციპალიტეტს 4 მილიონ 688 ათას 145 ლარი გამოეყო, სადაც შემდეგი პროექტების განხორციელება იგეგმება: 

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების, ფასადების, სადარბაზოების და მიმდებარე ინფრასტრუქტურის მოწყობა;

სოფლების წინუბნისა და გურკელის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია;

სოფელ ტყემლანის გზის რეაბილიტაცია;

სოფელ ნაოხრების გზის რეაბილიტაცია;

სოფელ ზემო სხვილისის გზის რეაბილიტაცია;

ახალციხის მუნიციპალიტეტის, მაჭიხეთის წმ. მარიამის ეკლესიისაკენ მიმავალი გზის გადაკვეთიდან სოფელ ხეოთის სკოლამდე საავტომობილო გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია;

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების, ფასადების, სადარბაზოების და მიმდებარე ინფრასტრუქტურის მოწყობა;

სოფლების ანდრიაწმინდა – ანდის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია.

აღნიშნული პროექტების მთლიანი ღირებულების ფარგლებში მიმდინარე წელს ასანაზღაურებელი თანხაა 5 მილიონ 8 ათას 837 ლარი, ფონდიდან 4 მილიონ 688 ათას 145 ლარი გამოიყო, დარჩენილ თანახას მუნიციპალიტეტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფს.

თელავის მუნიციპალიტეტისთვის 5 მილიონ 026 ათას 452 ლარი გამოიყო, სადაც შემდეგი პროექტების განხორციელება იგეგმება: 

ქალაქ თელავში, ერისთავის ქუჩის რეაბილიტაცია ქვაფენილის მოწყობით;

თელავის მუნიციპალიტეტში სოფელ წინანდალში “ნათლისმცემლის” ეკლესიისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია;

თელავის მუნიციპალიტეტ სოფელ ვანთაში ცენტრალურ გზასთან დამაკავშირებელი ქუჩის მოასფლატება და სანიაღვრეების მოწყობა;

ქალაქ თელავში გოგებაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია;

ქალაქ თელავში ქლუხორის ქუჩის რეაბილიტაცია, მოასფალტება;

თელავის მუნიციპალიტეტ სოფელ კისისხევში სასმელი წყლის მაგისტრალის და შიდა ქსელების რეაბილიტაცია;

ქალაქ თელავში, ჭავჭავაძის გამზირ N2-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადის რეაბილიტაცია;

ქალაქ თელავში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე მდებარე N5, N7, N9 კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია;

სოფელ ქვემო ხოდაშენში ცენტრალური გზის მოასფალტება და ცენტრალური მაგისტრალის ჩრდილოეთით მდებარე ქუჩის რეაბილიტაცია;

სოფელ ბუშეტში “თულიანებისა” და “ნაგუცაანთ” უბანში შიდა საუბნო გზების მოასფალტება;

სოფელ ფშაველში (თუშეთთან დამაკავშირებელი გზა) კულტურის სახლის ეზოში კემპინგის (ავტო, ველო და ქვეითი ტურისტებისთვის გასაჩერებელი ადგილის) მოწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურით;

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში შიდა გზის რეაბილიტაცია და სანიაღვრე არხების მოწყბა;

სოფელ შალაურში სასაფლაოსკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია.

აღნიშნული პროექტების მთლიანი ღირებულების ფარგლებში მიმდინარე წელს ასანაზღაურებელი თანხაა 5 მილიონ 291 ათას 5 ლარი, ფონდმა 5 მილიონ 26 ათას 452 ლარი გამოუყო, დარჩენილ თანახას მუნიციპალიტეტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფარავს.

გურჯაანის მუნიციპალიტეტს 5 მილიონ 466 ათას 322 ლარი გამოეყო, სადაც შემდეგი პროექტების განხორციელება იგეგმება: 

სოფელ კარდენახში შიდა საუბნო გზების (“ნუშების” უბნის გაგრძელება, “ქოჩიაანთ” უბანი, “ჩახვაანთ” უბანი და ბავშვთა სახლამდე მისასვლელი გზა) რეაბილიტაცია;

სოფელ ვაჩნაძიანში სტადიონის უბანში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია;

სოფელ ვაჩნაძიანში მეგრელაანთ უბანში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია;

სოფელ ვაჩნაძიანში მარჩელაანთ უბანში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია;

სოფელ ვაჩნაძიანში მოსემღვდლიაანთ უბანში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია;

სოფელ ვეჯინში ამაღლების მონასტრამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია;

სოფელ ძირკოკში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია;

ქალაქ გურჯაანში ნუცუბიძის ქუჩის მოასფლატება;

ქალაქ გურჯაანში დადიანის ქუჩის მოასფალტება;

ქალაქ გურჯაანში კოტეხის ქუჩის მოასფალტება;

სოფელ ჯიმითში სასაფლაოსკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია;

სოფელ კაჭრეთში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია;

სოფელ შაშიანში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია;

სოფელ ახაშენში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაციის (ახალი ასფალტის საფარიანი გზის მოწყობის) სამუშაოები;

სოფელ ვაზისუბანში სასაფლაოსკენ მიმავალი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები;

ქალაქ გურჯაანში იყალთოელის ქუჩის მოასფალტების სამუშაოები;

სოფელ არაშენდის და სოფელ დარჩეთის დამაკავშირებელი შიდა საუბნო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები.

აღნიშნული პროექტების მთლიანი ღირებულების ფარგლებში მიმდინარე წელს ასანაზღაურებელი თანხაა 5 მილიონ 754 ათას 27 ლარი, ფონდმა 5 მილიონ 466 ათას 322 ლარი გამოყო, დარჩენილ თანხას მუნიციპალიტეტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფარავს.

აბაშის მუნიციპალიტეტისთვის 3 მილიონ 224 ათას 745 ლარი გამოიყო, სადაც შემდეგი პროეტქებია დაგეგმილი:

ქალაქ აბაშის ცენტრში ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკის კეთილმოწყობის სამუშაოები;

ქალაქ აბაშაში ტროტუარების მოწყობის სამუშაოები;

აბაშის მუნიციპალიტეტის 15 ადმინისტრაციულ ერთეულში საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობის, ადმინისტრაციულ შენობებში რემონტისა და ქალაქ აბაშაში კვათანის უბანში არსებული შენობის სარემონტო სამუშაოები;

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანში, რკინიგზის გასწვრივ, საჯარო სკოლის გავლით, შიდასამიმოსვლო გზის მოწყობა ასფალტ-ბეტონით;

ქალაქ აბაშაში აკაკის მე-5 შესახვევში გზის მოწყობა ასფალტ-ბეტონით;

ქალაქ აბაშაში მრავალსართულიანი სახლების ფასადების შეკეთება – რეკონსტრუქციის სამუშაოები.

აღნიშნული პროექტების მთლიანი ღირებულების ფარგლებში მიმდინარე წელს ასანაზღაურებელი თანხაა 3 მილიონ 224 ათას 745 ლარი. ფონდმა აღნიშნული თანხა სრულად დაფარა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტს 9 მილიონ 478 ათას 271 ლარი გამოეყო, სადაც შემდეგი პროექტების განხორციელება იგეგმება: 

ქალაქ ზუგდიდში საჭადრაკო სკოლის შენობის რეკონსტრუქცია- რეაბილიტაცია;

ჩხოუში ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაცია;

ზედაეწერის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაცია;

რუხის ადმინისტრაციულ ერთეულში საავადმყოფომდე მისასვლელი (ესართიასქუჩა) გზის რეაბილიტაცია;

ჭკადუაშის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაცია (მესამე ეტაპი);

რუხის ადმინისტრაციულ ერთეულში ზ. თოდუას ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია;

გრიგოლიშის ადმინისტრაციულ ერთეულში (გრიგოლიშის ცენტრიდან ყულიშკარის საავტომობილო გზამდე) გზის რეაბილიტაცია;

ჭითაწყარის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაცია;

ჭითაწყარის ადმინისტრაციულ ერთეულში (ონაარის დასახლებაში) დევნილთა საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაცია;

ბაღმარანის გზის რეაბილიტაცია;

აბასთუმნის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაცია (მესამე ეტაპი);

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ნარაზენი შამადელას ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია (ნარაზენის ნაწილი);

ნარაზენის გზის რეაბილიტაცია (საბეჭვაიოს უბანი 2200მ) საკოდუს უბანი;

ოქტომბრის ადმინისტრაციულ ერთეულში , ოქტომბრის ცენტრიდან, ყოფილი პროფტექნიკური სასწავლებლის, ახალკახათის გავლით (ზუგდიდი-ანაკლიისსაავტომობილო გზამდე), საავტომობილო გზის რეაბილიტაცია;

ურთის ადმინისტრაციულ ერთეულში, ურთისა და აბასთუმნის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია;

ოფაჩხაფუს ადმინისტრაციულ ერთეულში, ნარაზენის ცენტრალური გზიდან ოფაჩხაფუს ცენტრამდე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია;

ოფაჩხაფუს ადმინისტრაციულ ერთეულში ახალსოფლის ცენტრიდან ოფაჩხაფუს ცენტრამდე გზის რეაბილიტაცია;

ჩხორიას ადმინისტრაციულ ერთეულში წყალმომარაგების მოწყობა;

ქალაქ ზუგდიდში მრავალბინიანი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობა, კანალიზაციის ქსელის რეაბილიტაცია და წყალსაწრეტი არხის მოწყობა;

ქალაქ ზუგდიდში საბავშვო მოედნების მოწყობა;

ქალაქ ზუგდიდში ი. ჭავჭავაძის ქუჩაზე ვეტერანთა ხეივნის მოწყობა;

ქალაქ ზუგდიდში ურბანული ფურნიტურის შესყიდვა.

აღნიშნული პროექტების მთლიანი ღირებულების ფარგლებში მიმდინარე წელს ასანაზღაურებელი თანხაა 9 მილიონ 877 ათას 658 ლარი, ფონდმა 9 მილიონ 478 ათას 271 ლარი გამოყო, დარჩენილ თანხას მუნიციპალიტეტი ადგილობირივი ბიუჯეტიდან დაფარავს.

მარტვილის მუნიციპალიტეტს 3 მილიონ 770 ათასი ლარი გამოეყო, სადაც შემდეგი პროექტების განხორციელებაა დაგეგმილი: 

ქალაქ მარტვილში, ნალეფსაოს უბანში საავტომობილო გზის ა/ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები;

სოფელ დოშაყესა და სოფელ დიდიჭყონის დამაკავშირებელი გზის ა/ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები (მეორე ეტაპი);

ქალაქ მარტვილისა და სოფელ ნახუნაოს დამაკავშირებელი საავტომობილო გზის ა/ბეტონის საფარით მოწყობა (მეორე ეტაპი);

სოფელი ინჩხური, დიდი ინჩხურის უბანში ს/გზის ა/ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაო;

სოფელი ბანძა ვედიდკარი-მუხურჩის დამაკავშირებელი ს/გზის ა/ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები;

ქალაქ მარტვილის 9 აპრილის ქუჩიდან სოფელ ხუნწის მიმართულებით გზის ა/ბეტონის საფარით მოწყობა;

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფ. აბედათში გზის ასფალტ ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები.

აღნიშნული პროექტების მთლიანი ღირებულების ფარგლებში მიმდინარე წელს ასანაზღაურებელი თანხაა 3 მილიონ 968 ათას 431 ლარი, ფონდმა 3 მილიონ 770 ათასი ლარი გამოყო, დარჩენილ თანხას მუნიციპალიტეტი ადგილობირივი ბიუჯეტიდან გამოყოფს.

სენაკის მუნიციპალიტეტს 4 მილიონ 181 ათას 471 ლარი გამოეყო, სადაც შემდეგი პროექტების განხორციელებაა დაგეგმილი: 

სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახურის შენობის მშენებლობა;

სენაკის მუნიციპალიტეტის ტროტუარების და ბორდიულების მოწყობა;

მრავალბინიანი კორპუსების რეაბილიტაცია (გადახურვა, ფასადები, ეზოს კეთილმოყწობა);

ჭყონდიდელის, რუსთაველის (ჟიული შარტავას სახელობის პარკი), რუსთაველის (N7 საჯარო სკოლა) და მშვიდობის (მექანიკური ბინები) ქუჩაზე არსებული მინი მოედნების რეაბილიტაცია;

ძვ. სენაკის ადმინისტრაციული ერთეულის სოფ. კოტიანეთის ზემო კოტიანეთის საავტომობილო გზის ასფალტირება;

მენჯის ადმინისტრაციული ერთეულის სოფ. სახარბედიოში საუბნო გზის ასფალტირება და კიუვეტის მოწყობა;

თეკლათის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფ, რეკადან სოფ. ბათარიისმიმართულებით ასფალტის საფარის მოწყობა;

ხორშის ადმინისტრაციული ერთეულის სოფ. დიდი ხორშის ცენტრალურ გზაზე ხიდის რეაბილიტაცია და სასაფლაომდე მისასვლელ გზაზე რკინა ბეტონის საფარის მოწყობა;

გეჯეთის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფ. წყემის მიმართულებით ასფალტის საფარის მოწყობა;

ძვ. სენაკის ადმინისტრაციული ერთეულის კოტიანეთის სასაფლაომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, ასევე ხიდბოგირის მოწყობა;

სენაკის მუნიციპალიტეტის ხორშის ადმინისტრაციულ ერთეულში ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა (მეორე ეტაპი);

კოლხეთის ქუჩის ასფალტირება;

ნ.კანკიას ქუჩის II შესახვევის, ნუცუბიძის ქუჩის დამაკავშირებელი ხოფერიას ქუჩამდე გზის მონაკვეთის ასფალტირება და ქუთაისის ქუჩის ბოლოში დედათა მონასტრის მიმდებარედ რკკინა-ბეტონის საფარის მოწყობა;

ნუცუბიძის განშტოების ასფალტირება კანკიას ქუჩამდე;

ჩხეტიას ქუჩის I ჩიხის ზედა მონაკვეთის და სასაფლაომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია;

თბილისის ქუჩის II შესახვევში (დ. აღმაშენებლის ქუჩამდე) რკინა-ბეტონის და ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა.

თედო სახოკიას ქუჩის რეაბილიტაცია (ასფალტირება);

ცენტრალური სტადიონის სარემონტო სამუშაოები;

სენაკის მუნიციპალიტეტის ტროტუარების და ბორდიურების მოწყობა (აკ. ელიავას ქუჩა);

სენაკის მუნიციპალიტეტის ქალაქის ქუჩების რეაბილიტაცია.

აღნიშნული პროექტების მთლიანი ღირებულების ფარგლებში მიმდინარე წელს ასანაზღაურებელი თანხაა 4 მილიონ 401 ათას 540 ლარი, ფონდმა 4 მილიონ 181 ათას 471 ლარი გამოყო, დარჩენილ თანხას მუნიციპალიტეტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფარავს.

ფოთის მუნიციპალიტეტისთვის 5 მილიონ 212 ათას 285 ლარი გამოიყო, სადაც შემდეგი პროექტების განხორციელებაა დაგეგმილი: 

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობა;

მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების კაპიტალური რემოტნი;

​საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია (გათბობის სისტემის მოწყობა);

ქალაქ ფოთში ცენტრალური ქუჩების ტროტუარების კეთილმოწყობა, კოსტავას ქუჩის ნაწილის ტროტუარების კეთილმოწყობა;

მდინარე კაპარჭის გაწმენდა, პალიასტომის ტბის ჰიდროდინამიური რეჟიმის აღდგენა;

ბარათაშვილის ქუჩიდან ყოფილი ციტრუსების მეურნეობის ტერიტორიაზე გამავალი და მალთაყვის სანაპირო ზოლის (ბულვარის) შემაერთებელი გზის მოწყობა;

ქალაქ ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწფო თეატრის შენობის რეაბილიტაცია.

აღნიშნული პროექტების მთლიანი ღირებულების ფარგლებში მიმდინარე წელს ასანაზღაურებელი თანხაა 5 მილიონ 482 ათას 670 ლარი. ფონდმა 5 მილიონ 212 ათას 285 ლარი გამოყო, დარჩენილ თანხას მუნიციპალიტეტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფარავს.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს 3 მილიონ 107 ათას 500 ლარი გამოეყო, სადაც შემდეგი პროექტების განხორციელება იგეგმება: 

ქალაქ ჩხოროწყუში ლექვარცხეს უბანში ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება;

ქალაქის ცენტრის კეთილმოწყობა;

ქალაქ ჩხოროწყუში ყაზბეგის ქუჩიდან ლესელიძის ქუჩამდე გარახა-ნაკიანისდამაკავშირებელი გზის მონაკვეთის ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება.

ქალაქ ჩხოროწყუში მშვიდობის ქუჩაზე გზის ასფლატ-ბეტონის საფარით დაგება;

ქალაქ ჩხოროწყუში ზოია გრიგოლიას ქუჩაზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება;

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე განათების მოწყობისათვისლედ. სანათების შეძენა;

საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია – სოფ. ლესიჭინე ( N1, N2, ოჩხომურის უბანი, რუსთაველის უბანი), სოფ. ნაფიჩხოვო N1, სოფ. მუხური (N1, ლეგახარეს უბანი N2), სოფ. ხაბუმე N1; სოფ. ახუთი N2, სოფ.კირცხი (სარაქონის უბანი), სოფ. ჭოღა (მეორე ჭორის უბანი).

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფიჩხოვოში სასმელი წყლის შიდა ქსელის რეაბილიტაცია;

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლეწურწუმეში (საპერტაიოს უბანი) სასმელი წყლის სისტემის მოწყობა.

აღნიშნული პროექტების მთლიანი ღირებულების ფარგლებში მიმდინარე წელს ასანაზღაურებელი თანხაა 3 მილიონ 150 ათასი ლარი, ფონდმა 3 მილიონ 107 ათას 500 ლარი გამოყო. დარჩენილ თანხას მუნიციპალიტეტი ადგილობირივი ბიუჯეტიდან გამოყოფს.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტისთვის 3 მილიონ 990 ათასი ლარი გამოიყო, სადაც შემდეგი პროექტების განხორციელება იგეგმება:

ქალაქ ამბროლაურში კანალიზაციის მოწყობა;

ქალაქ ამბროლაურში მდ.კრიხულაზე დამცავი კედლის მოწყობა;

ქალაქ ამბროლაურში ქუჩების რეაბილიტაცია;

სოფლების: ჭელიაღელე-თლუღი-ხოტევის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია.

სოფელ კრიხის გზის რეაბილიტაცია ( გაგრძელება).

ქალაქ ამბროლაურში სტადიონის მოწყობის მესამე რიგის სამუშაოები.

აღნიშნული პროექტების მთლიანი ღირებულების ფარგლებში მიმდინარე წელს ასანაზღაურებელი თანხაა 4 მილიონ 200 ათასი ლარი, ფონდმა 3 მილიონ 990 ათასი ლარი გამოყო. დარჩენილ თანხას მუნიციპალიტეტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფს.

ცაგერის მუნიციპალიტეტს 2 მილიონ 730 ათას 402 ლარი გამოეყო, სადაც შემდეგი პროექტების განხორციელება იგეგმება: 

ქალაქ ცაგერის ქუჩების მოასფალტების სამუშაოების ჩატარება;

სოფელ ჩქუმშიწიფერჩში, ტვიშში, ალპანაშილასურიაშშიჩხუტელში და ლაჯანაში კაუჩკის საფარიანი ტრენაჟორების მოწყობა,

ქვ. ცაგერი-ლასურიაშის მიმართულებით გზის ასფლატირება;

ქალაქ ცაგერში კეჭნარის სკვერისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთლმოწყობა.

აღნიშნული პროექტების მთლიანი ღირებულების ფარგლებში მიმდინარე წელს ასანაზღაურებელი თანხაა 2 მილიონ 874 ათას 107 ლარი გამოიყო, დარჩენილ თანხას მუნიციპალიტეტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 4 მილიონ 200 ათასი ლარი გამოეყო, სადაც შემდეგი პროექტების განხორციელებაა დაგეგმილი: 

სოფელ საღანძილის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია;

სოფელ მოლითის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია;

სოფელ ბაბში გზის რეაბილიტაცია ( პირველი ეტაპი);

სოფელ კიცხში ავალიშვილის უბანში გზის რეაბილიტაცია;

სოფელ თეთრაწყაროში გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი);

სოფელ სარიქედის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ( მეორე ეტაპი) ( მუხების უბნის გაგრძელება);

სოფელ ლაშეში კიკალიშვილების საუბნო გზის რეაბილიტაცია;

სოფელ წყალაფორეთში ბაღის უბნის გზის და გაბეხაძეების უბნის გზის რეაბილიტაცია;

სოფელ ლეღვანში სკოლისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია;

სოფელ ხორითის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია ( პირველი ეტაპი);

საბე-სარგვეში დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია;

სოფელ სარგვეში სასოფლო გზის რეაბილიტაცია (ცისკაძეების უბანი);

სოფელ ისლარში გზის რეაბილიტაცია;

სოფელ ვერტყვილაში ბლიაძეებისა და გოგიაშვილების საუბნო გზის რეაბილიტაცია.

სოფელ ხიდარში ჯორტების საუბნო გზის რეაბილიტაცია;

სოფელ ფარცხნალში ბარის უბნის გზის რეაბილიტაცია;

ბაზალეთში საუბნო გზების რეაბილიტაცია (ნანიტაშვილებიშერგელაშვილები);

სოფელ დეისის მეორე უბნის გზის რეაბილიტაცია;

სოფელ ღუდუმექეთის გზის რეაბილიტაცია.

აღნიშნული პროექტების მთლიანი ღირებულების ფარგლებში მიმდინარე წელს ასანაზღაურებელი თანხაა 4 მილიონ 200 ათასი ლარი. ფონდმა აღნიშნული თანხა სრულად დაფარა.

სიღნაღის მუნიციპალიტეტისთვის 429 ათას 524 ლარი გამოიყო, სადაც შემდეგი პროექტების განხორციელება იგეგმება:

სოფელ ძველ ანაგაში შიდა საუბნო გზებზე გარე განათების მოწყობა;

ქალაქ სიღნაღში არსებული შენობის რეაბილიტაცია საბავშვო ბიბლიოთეკის მოსაწყობად.

აღნიშნული პროექტების მთლიანი ღირებულების ფარგლებში მიმდინარე წელს ასანაზღაურებელი თანხაა 452 ათას 130 ლარი, ფონდმა 429 ათას 524 ლარი გამოყო, დარჩენილ თანხას მუნიციპალიტეტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფს.

ყვარლის მუნიციპალიტეტს 1 მილიონ 284 ათას 766 ლარი გამოეყო, სადაც შემდეგი ღონისძიებებია დაგეგმილი:

სოფელ გავაზში არსებულ სპორტული მოედნის ტერიტორიაზე საჭიდაო მოედნების მოწყობა;

სოფელ გავაზში გულოაანთ უბნის მოასფალტება მიმდებარე სანიაღვრე არხების მოწყობით;

ქალაქ ყვარელში N1 საბავშვო ბაგა-ბაღის შენობის რემონტი.

აღნიშნული პროექტების მთლიანი ღირებულების ფარგლებში მიმდინარე წელს ასანაზღაურებელი თანხაა 1 მილიონ 352 ათას 385 ლარი. ფონდმა 1 მილიონ 284 ათას 766 ლარი გამოყო. დარჩენილ თანხას მუნიციპალიტეტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფს.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტს გამოეყო 870 ათასი ლარი, შემდეგი პროექტების დასაფინანსებლად:

სოფელი ბარალეთი-კოჩიო გზის მოასფალტების პირველი ეტაპის დასრულება;

სოფელი ბარალეთი-კოჩიო გზის მოასფალტება (მეორე ეტაპი) ( სოფელ კოჩიოდან სოფელ ალათუმანამდე) .

აღნიშნული პროექტების მთლიანი ღირებულების ფარგლებში მიმდინარე წელს ასანაზღაურებელი თანხაა 1 მილიონ 77 ათას 438 ლარი. ფონდმა 870 ათასი ლარი გამოყო, დარჩენილ თანხას მუნიციპალიტეტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფს.

Comments
Loading...