- Advertisement -

,,მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის” რეფორმა სენაკში დაიწყო

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, „მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის“ რეფორმის ფარგლებში, პირველ მოადგილესთან გრიგოლ ბაღათურიასთან, მოადგილესთან კახაბერ კუპრეიშვილთან და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელს რეზო ჩარკვიანს და სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა.

სენაკი 30 მუნიციპალიტეტიდან ერთ-ერთია, რომელშიც ახალგაზრდობის სააგენტომ „მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის” რეფორმა დაიწყო, რაც ადგილობრივი ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის შექმნას გულისხმობს.

სწორედ ამ მიზნით, სააგენტოსა და მერიას შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

რეფორმის ფარგლებში, სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლობით, ჩატარდება ,,ახალგაზრდების გამოწვევების, საჭიროებების, რესურსებისა და ინტერესების“ კვლევა, რომელსაც დაეფუძნება ახალგაზრდული სტრატეგიის დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა.

სააგენტო, ხარისხიანი და ქმედითი ახალგაზრდობის პოლიტიკის დოკუმენტებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავების მიზნით, მუნიციპალიტეტებში შეიმუშავებს დოკუმენტების ხარისხის კრიტერიუმებს, სტანდარტებს და დოკუმენტების შექმნის პროცესში, შერჩეულ მუნიციპალიტეტებში, ამ სტანდარტებით იხელმძღვანელებს.

„მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის“ ორგანიზაციული გაძლიერების უზრუნველსაყოფად, სააგენტო, მუნიციპალიტეტში ახალგაზრდობის საკითხებზე პასუხისმგებელ ორ თანამშრომელს, საგანმანათლებლო, კვალიფიკაციის ასამაღლებელ ონლაინ პლატფორმაში ჩართავს და ,,ახალგაზრდობის კოორდინატორად” გადაამზადებს.
აღნიშნული პროცესი უზრუნველყოფს მდგრადი ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის შექმნას, ახალგაზრდების ჩართულობას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში და მათი პოტენაციალის სრულად რეალიზებას.

Comments
Loading...