- Advertisement -

მღებრიშვილი: ბორჯომის ტყეში 2 ჰექტრამდე ტერიტორია დაიწვა

საგანგებო სიტიაციების მართვის სამსახურის უფროსი გიორგი მღებრიშვილი ცახდებს, რომ ბორჯომში ხანძარი ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს, მისივე თქმით, დამწვარი ტერიტორია 2 ჰეტრამდეა. 

"ხანძარი ლოკალიზებულია, გავრცელების საფრთხე არ არსებობს, ღია ცეცხლი აღარ არსებობს. თბილისიდან გამოვიძახეთ დამატებითი ძალები რომ მონიტორინგი განხორციელდეს ორი დღის განმავლობაში. ათი სხვადასხვა კერა იქნა აღმოჩენილი. ადგილი გვაქვს ადამიანურ ფაქტორთან, გამოვრიცხავ ბუნებრივ ფაქტორს. მიზანმიმართული იყო თუ ადგილი ქონდა დაუდევრობას ამას დაადგენენ კომპეტენტური ორგანოები. დამწვარია 2 ჰექტრამდე ტერიტორია. "

Comments
Loading...