- Advertisement -

მშობელი, ქუთაისის საბავშვო ცენტრ “თაირისის” თანამშრომლებს შშმ ბავშვის ცემაში ადანაშაულებს

ქუთაისის საბავშვო ცენტრ "თაირისის" თანამშრომლებს უყურადღებობაში და შშმ ბავშვის ცემაში ადანაშაულებენ. როგორც ადვოკატი ციცი ბაბუნაშვილი აცხადებს, ბავშვის დედის ინფორმაციით 7 წლის ბიჭი ცენტრიდან სახლში სახეზე დაზიანებებით დაბრუნდა.

"ბავშვს აქვს სილურჯეები ცხვირსა და თვალზე. არ გამოვრიცხავ, რომ ბავშვი რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა და ლაპარაკი არ შეუძლია იყოს ნაცემი, ჩვენ მივმართავთ შესაბამის ორგანოებს რომ ფაქტი გამოიძიონ "-განაცხადა ბავშვის მშობლების ადვოკატმა ციცინო ბაბუნაშვილმა.

დღის ცენტრ "თაირისში"კი ბავშვის ცემის ფაქტს გამორიცხავენ და ამბობენ რომ ცენტრიდან გასვლის დროს მოზარდს არავითარი ნაკაწრები არ აღენიშნებოდა.

Comments
Loading...