მცხეთაში ქორეოგრაფიის მოღვაწის, კასპელი დომენტი მამულაშვილის ხსოვნის საღამო გაიმართა კასპის მუნიციპალიტეტიმცხეთა-მთიანეთის მხარე დამატების თარიღი 17 ივლისი, 2018 167 მცხეთის კულტურის ცენტრში ქორეოგრაფიის მოღვაწის, კასპელი დომენტი მამულაშვილის ხსოვნის საღამო გაიმართა. დომენტი მამულაშვილმა, იზაბელა თაბუკაშვილთან ერთად 1986 წელს ანსამბლი „რკონი“ ჩამოაყალიბა, რომელიც დღემდე წარმატებით მოღვაწეობს. დომენტის ნაადრევად გარდაცვალების შემდეგ ესტაფეტა ანსამბლის პირველი თაობის მოცეკვავემ, ქოეოგრაფმა მაკა დათაშვილმა გადაიბარა. მას შემდეგ „რკონი“ მრავალი ფესტივალის მონაწილე და გამარჯვებულია. დომენტი მამულაშვილი გაიხსენეს და ანსამბლის წარმატებებზე ისაუბრეს საქართველოს ქორეეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარემ, პროფესორ რევაზ ჭანიშვილმა, შიდა ქართლის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარემ თენგიზ ჯავახიშვილმა, ქართული ხალხური ცეკვის ცნობილმა კორიფეებმა ომარ მხეიძემ და ფრიდონ სულაბერიძემ. ანსამბლ „რკონი“ს ხელმძღვანელი მაკა დათაშვილი წარდგენილია ღირსების და ამადგარის ორდენებზე.