- Advertisement -

მცხეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში გამწვანების აქცია გაიმართა

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლებმა გამწვანების აქციის ფარგლებში ფოთლოვანი ხეების 55 ნერგი 22 მარტს – წყლის საერთაშორისო დღეს დარგეს და აღნიშნული აქციით მსოფლიოს შეუერთდნენ.

კომპანიის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ფილიალის თანამშრომლებმა ფოთლოვანი ხეების 30 ნერგი ციხისძირის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ეზოში პატარებთან ერთად დარგეს და სახელებიც დაარქვეს.

აქცია სახელწოდებით – „ხე, როგორც სიცოცხლის წყარო“ ქალაქ დუშეთშიც გაიმართა. აქციის ფარგლებში, ქ.დუშეთის შემოსასვლელში, ფოთლოვანი, სხვადასხვა ჯიშის 25 ნერგი დაირგო.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია გამწვანების აქციებს მომავალშიც გამართავს.
 

Comments
Loading...