- Advertisement -

მცხეთის კულტურის ცენტრში პატრიარქისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

25 დეკემბერს, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის აღსაყდრებიდან 40 წელი შესრულდა.
მცხეთისთვის ეს დღე იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ მცხეთის კულტურის ცენტრში პატრიარქისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე სვეტიცხოვლის ვაჟთა გუნდმა პატრიარქის საპატივცემულოდ, მხოლოდ მის მიერ შექმნილი ნაწარმოებები შეასრულა, რამაც დარბაზში განსაკუთრებული განწყობა შექმნა. 

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს და პატრიარქს აღსაყდრების იუბილე მიულოცეს: ეკა კვალიაშვილმა, დავით არჩვაძემ, ნინო ბაშარულმა და ნუცა მრევლიშვილმა. საღამოს სვეტიცხოვლის ტაძრის მღვდელთმსახური მამა პეტრე უძღვებოდა, რომელმაც დამსწრე საზოგადოების წინაშე რამდენიმე ლექსი წაიკითხა. 

ღონისძიების დასასრულს შედგა მცხეთის ჰიმნის კლიპის პრეზენტაცია „ღმერთის ქალაქია მცხეთა“, რომელიც სვეტიცხოვლის ვაჟთა გუნდისა და თამრიკო ჭოხონელიძის მიერ შესრულდა. სიმღერის ტექსტის ავტორი მამა პეტრე, ხოლო მუსიკის დავით არჩვაძეა. 

მის უწმინდესობას აღსაყდრების 40 წელი მიულოცეს მცხეთა-მთიანეთის მხარის გუბერნატორმა ლევან ზაუტაშვილმა, მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი კაპანაძემ.

ღონისძიება მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის, სვეტიცხოვლის ტაძრის მღვდელმსახური მამა პეტრეს და ქალაქ მცხეთის ა(ა) იპ კულტურისა და სასპორტო დაწესებულებათა გაერთიანების მიერ განხორციელდა.

Comments
Loading...