- Advertisement -

მხოლოდ ერთი მე-9 კლასელი სკოლაში – რეპორტაჟი მაღალმთიანი აჭარიდან

ხულოში სოფელ ბაკიბაკოს საჯარო სკოლაში სულ 26 მოსწავლეა, რომელთა სწავლა-განათლებაზე 13 პედაოგი ზრუნავს. სკოლის დირექტორი ხარიტონ დუმბაძე „აიპრესთან“ საუბრისას იხსენებს, რომ სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობა წლების წინ 100-სს აღწევდა. ეხლა კი მათი რაოდენობა საგრძნობლად შემცირებულია.

აქ მოსწავლეთა რაოდენობის გაზრდის იმედი არც სამომავლოდ აქვთ, გამომდინარე იქედან, რომ სექტემბრიდან სკოლას მხოლოდ 1 პირველკლასელი ეყოლობა, ეს კი გასაკვირი და უცხო არაა, გამომდინარე, იქიდან რომ, მათ IX კლასში მხოლოდ ერთი მოსწავლე ჰყავთ. 

ბაკიბაკოს საჯარო სკოლის IX კლასში ჟურნალში მოსწავლეთა სიის ამოკითხვა ძალიან მალე სრულდება, გამომდინარე იქედან, რომ კლასში ერთადერთი მოსწავლეა.

ლანა მიქელძე კლასში ერთადერთი მოსწავლეა, როგორც თავად „აიპრესთან“ ყვება მისი დილა ჩვეულებრივ 8 საათზე იწყება, იგი სხვა ბავშვების მსგავსად ემზადება და სკოლისაკენ მიიჩქარის. თუმცა ლანა თავისი სკოლის სხვა მოსწავლებისაგან იმით განსხავდება, რომ დილით საკლასო ოთახში შესული ვერავის ესალმება სანამ ზარი არ დაირეკება და კლასში მასწავლებელი არ შევა.

მისი სპორტის გაკვეთილებიც განსხვავებულია, როგორც თვითონ გვიყვება სპორტის გაკვეთილზე მასწავლებელთან ერთად თამაშობს, ლანა იმასაც აღნიშნავს, რომ სკოლის გაცდენა უიშვიათეს შემთხვევაში უწევს, რადგან თუ თავადაც არ გამოცხადდება სკოლაში საგაკვეთილო პროცესი თავის კლასში ავტომატურად ჩაიშლება, იგი ვერც გაკვეთილის მოუმზადებელი მივა სკოლაში რადგან ზუტდად იცის ყოველდიურად გაკვეთილსაც და დავალებასაც მას ჰკითხავენ.

ლანა გულისტკვილით აღნიშნავს იმ ფაქტსაც, რომ არ შეუძლია თავისი საგაკვეთილო ემოციები ვინმეს გაუზაროს, იგი იმედს იტოვებს რომ მომავალში მაინც ეყოლება კლასელები გამომდინარე იქედან, რომ სკოლა სადაც ეხლა სწავლობს ცხრა კლასიანია და მომავალში ახალ სკოლაში მოუწევს გადასვლა, რომელიც არსებულიდან 3 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.

იგი იმედს იტოვებს, რომ იქ მაინც ეყოლება კლასელები და იქ მაინც შეიგრძნობს თუ რას ნიშნავს კლასელი. ლანას სკოლაში ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავს, რომელბიც ცდილობენ ყველა იმ აქტივობაში ჩართონ რასაც ჯგუფური სამუშაო ჰქვია, ცდილობენ ექვსკურსიაზეც მათთან ერთად წაიყვანონ. ლანას პროფესიაც აქვს არჩეული და უნდა წარმატებული იურისტი გამოვიდეს, ამისათვის კი ძალიან ბევრს მეცადინეობს და აღნიშნავს, რომ კლასში მარტო ყოფნა გარკვეულ წილად ეხმარება ამაშიც, რადგან მასწავლებელი მთლიან დროს მას უთმობს და შესაბამისად უფრო მეტსაც მეცადინეობს.

Comments
Loading...