- Advertisement -

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს სოლიდარობას ,,ქართული მარშის” წარმომადგენლები უცხადებენ

ისინი ,,რიონის ხეობის მცველების” მიერ დადგმულ კარავთან მივიდნენ და აქციის მონაწილეებს მხარდაჭერა გამოუცხადეს. მათი განცხადებით, ,,მარში” ინვესტიციის წინააღმდეგი არ არის, მაგრამ ეს ინვესტიცია ქვეყნისთვის სასარგებლო უნდა იყოს. რიონის ხეობაში საპროტესტო აქციები 123-ე დღეა გრძელდება.

აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია- გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი, კომპანია “ენკამ” დატოვოს რიონის ხეობა.

Comments
Loading...