- Advertisement -

“ნამოხვანჰესის” კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ “ქუთაისიპოსტის” პრეს-კლუბში პრესკონფერენცია გაიმართა

"ნამოხვანჰესის" კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ რიონისპირა სოფლების მაცხოვრებლებმა, საზოგადოებრივი მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" დააფუძნეს და პირველი პრესკონფერენცია გამართეს.
"ქუთაისიპოსტის" პრეს-კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე იმ საშიშროებებზე ისაუბრეს, რომლის წინაშეც ჰესის აშენების შემთთხვევაში, როგორც სოფლები, ისე ქუთაისი და მთლიანად რიონის ხეობა აღმოჩნდება.

მოძრაობის წევრების განცხადენით, მხარდამჭერთა გაზრდის მიზნით, კომპანიის წარმომადგენლების მხრიდან სასულიერო პირების გამოყენების მცდელობასაც ჰქონდა ადგილი.

მოძრაობის წევრებმა განცხადებით უკვე მიმართეს საქართველოს მთავრობას და მოუწოდებენ მათ გულისყურით მოეკიდონ იმ პრობლემას, რასაც ნამოხვანჰესის კასკადის გაუაზრებელი პროექტი წარმოშობს.

ასევე მოთხოვენ საქმეში ალტერნატიული ექსპერტების ჩართვას და პროექტის საჯარო განხილვების მოწყობასა.

მოძრაობის წევრები, ხელისუფლებას მოუწოდებწნ ადექვატური შეფასება გააკეთონ, თუ როგორ ურთიერთობს კომპანია მოსახლეობასთან, რაც მათივე თქმით მოსყიდვის ხასიათს ატარებს.

Comments
Loading...