ნარაზენის ერთ-ერთი უბანი შამადელა გარესამყარის მოწყვეტილია სენაკის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 10 აგვისტო, 2018 148 ნარაზენის ერთ-ერთი უბანი შამადელა გარესამყარის მოწყვეტილია, ძლიერმა წვიმამ აქ პრობლემები შექმნა. მდინარე სკაიას ადიდებამ გზა ჩახერგა, წაღებულია ხიდები, დატბორილია თხილნარი, დახოცილია შინაური ფრინველი, განადგურებულია მოსავალი. წყარო, რომლითაც 10 ოჯახი სარგებლობს, წყალმა დაფარა და ადგილობრივები სასმელი წყლის გარეშე არიან დარჩენილები. "დილიდან ველოდებით რწმუნებულს, არავინ არ მოსულა, ხედავთ რა მდგომარეობაა, არავინ ყურადღებას არ გვაქცევს", – ამბობენ ადგილობრივები. მოგვიანებით მათთან სოფლის გამგებელი მალხაზ თოდუა მივიდა, რომელმაც განაცხადა რომ როგორც კი წყლის დონე დაიწევს, პრობლემების მოგვარებას დაიწყებენ