- Advertisement -

ნატალია ჩუბინიძე: ლეგალური დასაქმება უნდა განვიხილოთ არალეგალური დასაქმების საპირწონედ

ლეგალური დასაქმება უნდა განვიხილოთ არალეგალური დასაქმების საპირწონედ. ჩვენ კარგად ვიცით, ადამიანებს რამხელა სირთულეების გავლა უწევთ იმისათვის, რომ წავიდნენ ევროკავშირის ქვეყნებში დასაქმებისათვის, თითქმის არ არის ხოლმე მონაცემები მათ შესახებ, რადგან გადაადგილება ხდება არალეგალურად, ამ შემთხვევაში კი სახელმწიფოს ზუსტად ექნება ინფორმაცია ვინ რა სპეციალობით და რამდენი ხნით არის დასაქმებული კონკრეტულ ქვეყანაში,“ – ამის შესახებ ნატალია ჩუბინიძემ, ექსპერტმა მიგრაციის მართვის საკითხებში ,,ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა.

მისი განცხადებით, საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში დროებით ლეგალური დასაქმების პროექტზე საუბრისას, ყურადღება უნდა გამახვილდეს მისი აღსრულების მექანიზმების ეფექტიან განხორციელებაზე, რათა ბოროტად არ იქნას გამოყენებული ეს შესაძლებლობა.
,,ის ფაქტი, რომ როგორც შერჩევის ასევე ზოგადად სხვა პროცესში, ჩართული იქნება ორივე სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი უწყებები, იარსებებს ინფორმაცია პროექტის მოსარგებლეთა შესახებ, მაძლევს იმის რწმენას, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები და მიგრაციული პროცესის ცირკულარული ხასიათი იქნება შენარჩუნებული. ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი, მოქალაქეების მხრიდან გაცნობიერებული იქნას, რომ როდესაც არსებობს ხელშეკრულება, რომლის ეფექტიანი გამოყენებაც სარგებელს მოუტანს, როგორც კონკრეტულ ერთ მოქალაქეს ასევე ზოგადად ქვეყანას, ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები უნა იქნას ზედმიწევნით დაცული. ასე იყო მაგალითად როდესაც საუბარი ეხებოდა ვიზების გაცემის პროცედურების გამარტივების და შემდეგ უკვე უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულებას“,- აცხადებს ექსპერტი.
როგორც ჩუბინიძე აცხადებს, საქართველოს ხელისუფლების გაცხადებული ამბიცია, 2024 წლისთვის ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის წარდგენის თაობაზე, ცხადია გულისხმობს მეტ ინტეგრაციას ევროკავშირთან ბევრი მიმართულებით, მათ შორის შრომითი ურთიერთობების და შრომის ბაზრის სფეროში და რაც მთავარია მოიცავს ევროპული ფასეულობების დანერგვას ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

“მაქვს რწმენა, რომ ჩვენი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარება, უახლოესი წლების მანძილზე, მოგვცემს იმის საშუალებას, რომ საქართველოს მოქალაქეთათვის ქვეყნიდან გამგზავრების გადაწყვეტილება იქნება პროფესიული უნარების განვითარების, უკეთესი პირობების შექმნის შესაძლებლობა და არა დასაქმების ერთადერთი პერსპექტივა. საქართველოს ხელისუფლების გაცხადებული ამბიცია, 2024 წლისთვის ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის წარდგენის თაობაზე, ცხადია გულისხმობს მეტ ინტეგრაციას ევროკავშირთან ბევრი მიმართულებით, მათ შორის შრომითი ურთიერთობების და შრომის ბაზრის სფეროში და რაც მთავარია მოიცავს ევროპული ფასეულობების დანერგვას ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში“-აცხადებს ჩუბინიძე.
მისი თქმით, ცირკულარული ლეგალური შრომითი მიგრაციის პროექტი მაშინ შეიძლება ჩაითვალოს წარმატებულად, თუ მას ექნება სამმხრივი მოგების ეფექტი, რაც გულისხმობს იმას რომ, მომგებიან პოზიციაში იქნება მიმღები ქვეყანა, ამ შემთხვევაში გერმანია, ვინაიდან მას აქვს შრომის ბაზარზე რესურსის საჭიროება, თავად ის ადამიანი, რადგან მკიღებს ცოდნას, შრომის გამოცდილებას და შესაბამის ანაზღაურებას და ჩენი ქვეყანა, რომ ეს ადამიანი უკან დაბრუნდება და მას გამოვიყენებთ.

Comments
Loading...