- Advertisement -

ნაფარეულისა და სანიორის საზღვარზე თეა წულუკიანმა საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 54-ე საზოგადოებრივი ცენტრი ამჯერად თელავის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის – ნაფარეულისა და სანიორის საზღვარზე გახსნა. 

ახალგახსნილ საზოგადოებრივ ცენტრში უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკა მოეწყო, სადაც ელექტრონულ წიგნებთან ერთად ბეჭდური გამოცემებიც იქნება დაცული. 

საზოგადოებრივი ცენტრში ხელმისაწვდომი იქნება არა მხოლოდ ყველა ის საჯარო სერვისი, რომელიც ქალაქად იუსტიციის სახლებში გაიცემა, არამედ „მაგთისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მომსახურებაც, რაც პენსიონერებს − პენსიის სოფლიდან გაუსვლელად მიღების, ახალგაზრდებს კი, უკაბელო ინტერნეტით, კომპიუტერების დარბაზითა და ელექტრონული ბიბლიოთეკით უფასოდ სარგებლობის საშუალებას მისცემთ.
სანიორე/ნაფარეულის საზოგადოებრივი ცენტრი ორი სოფლისა და მათ მიმდებარედ (სოფლებში: ლაფანყური, ართანა, ჯუღაანი, ფშაველი, ლალისყური, ლეჩური) მცხოვრებ 10 000-მდე მომხმარებელს მოემსახურება. საბანკო სერვისებით, 24-საათიანი კავშირით სამყაროსთან მობილური ოპერატორის საშუალებით, უკაბელო ინტერნეტითა და უფასო სკაიპის ოთახით ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად სტუმრებიც ისარგებლებენ. ცენტრში ათამდე ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდა.

Comments
Loading...