- Advertisement -

“ნაციონალების” წარმომადგენელი: ფოთის “კოლხეთს” ადგილობრივები ოკუპანტთა გუნდს ეძახიან

ფოთის საკრებულოს მე-8 რიგგარეშე სხდომაზე, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების დამტკიცების შემდეგ, საკრებულოს წევრმა , დარეჯან ცხვიტარიამ ( „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე) საფეხბურთო კლუბ „კოლხეთი-1913“ _თან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. როგორც მან აღნიშნა მოსახლეობამ „კოლხეთს“ ოკუპანტების გუნდი შეარქვა , რადგან მასში 7 რუსი ფეხბურთელი თამაშობს. 

„ქალაქში სადაც ფეხბურთის აკვანი დაირწა, უმძიმესი მდგომარეობაა, მსგავსი პრობლემა არცერთ ქალაქში არაა,რაც ეს ფოთელებისთვის ღირსების საკითხია. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ფოთის „ კოლხეთში“ 11ფეხბრთელი თამაშობს მოედანზე და აქედან შვიდია რუსი ჩამოყვანილი, რამაც მოსახლეობის , ახალგაზრდობის აღშფოთება გამოიწვია და მას ოკუპანტის გუნდს ეძახიან.

ძალიან მიკვირს რას უყურებს ხელისუფლება, 100 %-ინი მოწილეა მუნიციპალიტეტი და ამაზე რეაგირებას რატომ არ აკეთებენ. ამ ხელისუფლების შეპარულ გადაწყვეტილებებს ესენი თუ აპრავებენ არ ვიცი. მწვრთნელი რუსი, 7 მოთამაშე რუსი, ამ დროს 6:1 წაგება, 4:1 წაგება, ჯერ არ მოუგია ამ გუნდს. რაც უფრო მეტი ემიგრანტი ეყოლებათ მოთამაშე, ვიღაცეები უფრო მეტ ფულს გაათეთრებენ. შეიძლება ამის გამო ქალაქს ყველანაირად სახელი შეულახო?! ფოთში არ არსებობს ფეხბურთის ნორმალური სკოლა, იმიტომ რომ ინფრასტრუქტურა მოშლილია და აქედან ბავშვები მარტვილის სკოლაში გადადიან, 4 წავიდა უკვე და კიდევ მიდის ნაკადი. არადა აქ უზარმაზარი ბაზაა, ბავშვებს კარგი მონაცემები აქვთ. ლაგოდეხში აკეთებენ აკადემიას და ფოთში ელემენტარული სკოლა რომ არ არის ეს სირცხვილია უბრალოდ და მეტი არაფერი. რაც მოვედი საკრებულოში სულ ამ საკითხს ვსვამ და სულ თავს მიქნევენ კი მართალი ხარო. მე ეს არ მაკმაყოფილებს, ქმედითი ნაბიჯებია გადასადგმელი.

ფეხბურთის ფედერაციამ, რომელიც მილიონებს ატრიალებს არ შეიძლება ამ ქალაქისთვის მოიცალოს?! ან მარტვილში ერთმა მილიონერმა, ფრიდონ ინჯიამ ფეხბურთის აკადემია გახსნა და ფოთში 22 ფიქსირებული მილიონერია, ყველას მისცეს ღმერთმა, მე არაფერი საწინაარმდეგო არ მაქვს, მაგრამ ხომ შეიძლება საკუთარ ქალაქს მიაქციონ ყურადღება“, – განაცხადა დარეჯან ცხვიტარიამ.

Comments
Loading...