- Advertisement -

“ნაციონალური მოძრაობა” პრეზიდენტს ბიძინა ივანიშვილთან პოლიტიკურ გარიგებაში ადანაშაულებს

ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა საგანგებო ბრიფინგზე დღეს განაცხადეს. ოპოზიცია პრეზიდენტისგან ინსტიტუციის იმართ მიყენებული შეურაცყოფისთვის ბოდიშის მოხდასაც ითხოვს.

"აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურის შესარჩევად გამართულ კონსულტაციების პროცესში პრეზიდენტმა განაცხადა რომ ძალიან ცუდია როცა მოსახლეობას არ უხსნიან რატომ წავიდა თანამდებობიდან ზურაბ პატარაძე და აპირებდა ამ არაჯანსაღი პროცესის შეჩერებას. ის მზად იყო წარედგინა ნეიტრალური პოლიტიკური ლიდერი თუ ის დასახელებული იქნებოდა რეგიონის საზოგადოებისა და უმაღლესი საბჭოს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ. ჩვენ პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა დავაყენეთ რეგიონის ინტერესები და წარვუდგინეთ საზოგადოების მიერ დასახელებული გამოცდილი და წონიანი პოლიტიკოსი არმაზ ახვლედიანი, მის კანდიდატურას მხარი დაუჭრეს სხვა პარტიებმაც.

გუშინ ჩვენ ვნახეთ როგორ უსუსურად გამოიყურებოდა პრეზიდენტი რომელიც შეაშინა კობახიძისა და მდინარაძის განცხადებებმა, მან საზოგადოებას არ აუხსნა რატომ დაასახელა სახელისუფლებო კანდიდატი, რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელა. ერთადერთი რაც განმარტა ეს იყო რომ ქართულ ოცნებას ჰყავდა უმრავლესობა უმაღლეს საბჭოში, ისმება კითხვა აქამდე არ იცოდა რომ სახელისუფლებო პარტიას უმრავლესობა ჰყავდა უმაღლეს საბჭოში? რატომ გაწელა მოლაპარაკებები და იმ დღესვე არ დაასახელა კანდიდატი? რას ემსახურებოდა ეს გაუგებარი პროცესი რომელიც წამოიწყო რეგიონში?

ვფიქრობთ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა უმაღლეს საბჭოს როგორც ინსტიტუციას და რეგიონის მოსახლეობას, სწორედ ამიტომ მოვითხოვთ ბოდიში მოუხადოს რეგიონის მოსახლეობას, ასევე გაკეთდეს მკაფიო განმარტებები:
1. რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელა კანდიდატის შერჩევისას;

2. მან შეასრულა თუ არა ივანიშვილის დავალება ამ გადაწყვეტილებით?

3. რა გარიგება შესდგა ივანიშვილსა და პრეზიდენტს შორის." – განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა.

შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის თავმჯომარის პოსტზე დასამტკიცებლად "ქართული ოცნების" მიერ შეთავაზებული კანდიდატი დაასახელა.

Comments
Loading...