“ნაციონალური მოძრაობა”: ფოთში ყველა საარჩევნო უბანთან „ოცნების“ სამარშუტო ტაქსებია მობილიზებული ipressტოპ სიახლე დამატების თარიღი 28 ოქტომბერი, 2018 109 ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, დავით ხომერიკის განცხადებით, თითქმის ყველა საარჩევნო უბანში კანონდარღვევას აქვს ადგილი. მანვე აღნიშნა, რომ “ქართული ოცნების“ კოორდინატორები არჩევნების ტოტალურ გაყალბებას ცდილობენ. “დილის 8 საათამდე დაიწერა რამდენიმე უბანზე საჩივარი. კომისიის თავმჯდომარეებმა საერთოდ არ ჩაატარეს წილისყრა , რაც კანონით ევალებათ და პირდაპირ თავისი ნებით გადაუნაწილეს ფუნქციები კომისიის წევრებს. აგრეთვე ჩვენს ძალიან ბევრ წარმომადგენელს შეუზღუდეს უფლებები. ასევე ძალიან ბევრი საჩივარია დაწერილი იმასთან დაკავშირებით , რომ კომისიის მდივნები საჩივრებს არ ატარებენ სარეგისტრაციო ჟურნალში და ნომერს არ ანიჭებენ . ჩვენ იძულებული ვართ შემდეგ ის საჩივრები აქ, ოლქში დავწეროთ. ყველა საარჩევნო უბნის წინ დგას სამარშუტო ტაქსი, რომელშიც მობილიზებულები არიან ,,ქართული ოცნების“ კოორდინატორები. ისინი ამომრჩევლის ნების კონტროლს ახორციელებენ“ _ განაცხადა დათო ხომერიკმა. არჩევნები 2018ნაციონალური მოძრაობაფოთიქართული ოცნება