- Advertisement -

“ნაციონალური მოძრაობა” შუახევის მერიის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას ითხოვს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შუახევის რაიონული ორგანიზააციის წევრი შუახევის მერიის მიმდბარე ტერიტორიის მოუწესრიგებლობაზე საუბრობს, სოსლან ზოიძის განცხადებით მერიის უკანა ეზოში სადაც ფერდსამაგრი სამუშაოების მოწყობა ჯერ კიდევ გასული წლის 20 ნოემბერს უნდა დასრულებულიყო, ამდრომდე არაა დასრულებული და სამუშაოები ამ დრომდე გაჩერებულია.

მისივე თქმით აღნიშნული პროექტისთვის მერიიდან 127 ათსი ლარი დაიხარჯა, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი „აიპრესთან“ ყვება, რომ მერიის მიმდებარე ტერიტორია გაჩანაგებულია. მისივე თქმით აღნიშნულ ტერიტორიაზე თითქმის არაა მწვანე ნარგავები, მოუწესრიგებელია ბილიკები. სოსლან ზოიძე მუნიციპალიტეტის მერს დროული რეაგირებისაკენ მოუწოდებს და მერიის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას მოითხოვს.

შუახევის მერიაში კი აცხადებენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე სამუშაოები ამ ეტაპზეც მიმდინარეობს მერის ფრიდონ ფუტკარაძის განცხადებით მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყბაც და ტერიტორიის გამწვანებაც სწორედ სამუშაოების დასრულების შემდეგ მოხდება. 

„სამუშაოები ეხლაც მიმდინარეობს აღნიშნულ ტერიტორიაზე, უახლოეს პერიოდში რაც დასრულდება და შემდგომში რა თქმა უნდა მოხდება მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაც და მისი გამწვანებაც. გარდა აღნიშნული ობიექტისა მუნიციპალიტეტში გვაქვს რამოდენიმე ობიექტი რომელიც 2018 წელში გადმოვიდა, როგორც გარდამავალი ღონისძიება , გარდამავალი სამუშაოების ჩატარება გამოწვეულ იქნა ძირითად შემთხვევაში ფორსმაჟორული სიტუაციებიდან გამომდინარე დიდთოვლობიდან გამომდინარე ზოგიერთ შემთხვევაში თივთონ მეწარმეების არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულების გამოც იყო განპირობებული და შესაბამისად ჩვენს მხრიდან გატარებული იქნა სამართლებრივი ღონისძიებები“ განაცხადა "აიპრესთან" შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ.

Comments
Loading...