- Advertisement -

“ნაციონალური მოძრაობა”: ხელისუფლება ცდილობს ხელოვნურად გააკოტროს ბათუმის პორტი

"ნაციონალური მოძრაობა" ბათუმის პორტში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა.

"ხელისუფლება ცდილობს ხელოვნურად გააკოტროს ბათუმის პორტი, ბათუმის ნავსადგურში ტვირთების შემცირებაზე და ნავსადგურში მოსალოდნელ კოლაფსზე, ინფორმაცია პრესაში 2014 წელს გამოჩდა. ნავსადგურში ტვირთების გატარების პიკური მაჩვენებელი 2006 წელს ფიქსირდება 13.1 მლნ ტონა, (სველი და მშრალი ტვირთები ერთად) 2017 წელი – 4.2 მლნ ტონა. 3.1 ჯერ შემცირდა მოცულობა. მშრალ ტვირთებს თუ გამოვყოფთ – 2012 – 1.6 მლნ ტონა, 2013 – 1.7 მლნ ტონა, 2014 – 1.2 მლნ ტონა, 2015 – 1.0 მლნ ტონა, 2016 – 0.9 მლნ ტონა. 2017 – 0.8 მლნ ტონა. მშრალი ტვირთები განახევრებულია.

2017 წლის შედეგებით, პორტში ნავთობის ტვირთის გადაზიდვის მოცულობა 2016 წელთან შედარებით 36%-ით შემცირდა (3.6-დან 2.3 მილიონ ტონამდე წელიწადში). 2018 წლისთვის ნავთობის გადაზიდვების მოცულობის პროგნოზი კი 1.1 მილიონი ტონაა.

2018 წელს პორტის ზარალს 1 მილიონი აშ.შ. დოლარს პროგნოზირებენ.

ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის უჩა მამაცაშვილი და მამუკა ბახტაძე ცდილობენ ბათუმის პორტის და ტერმინალის მიტაცებას, სქემა და ქრონოლოგია: 

1. 22 მარტს, უშუალოდ ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით, სასტუმრო ბილტმორში გაიმართა პრეზენტაცია, თითქოს ბათუმის პორტში მინერალური სატრანზიტო ტერმინალის მშენებლობა იგეგმებოდა. არანაირი მოსამზადებელი სამუშაოები, კვლევები არ ჩატარებულა ასეთი ტერმინალის ასაშენებლად, მითუმეტეს სასუქების ტერმინალის მშენებლობა ტურისტულ ქალაქში მიუღებელია. მამუკა ბახტაძემ პორტში ახალი კომპანიის შესასვლელად ნიადაგი მოამზადა რომ ამას შემდგომ მოჰყვეს ახალი კომპანიის შესვლა, რომელიც თითქოს ახალ ინვესტიციებს ჩადებს, გააკეთებს ახალ ტერმინალებს და სხვა;

2. დღეისათვის განიხილება 2 ვარიანტი, პირველი ვარიანტით პორტს და ტერმინალს შეიძენს ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანია ხოლო მეორე ვარიანტად განიხილება სამართავად პორტში და ტერმინალში ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიის შემოყვანა. უჩა მამაცაშვლი, მამუკა ბახტაძე და ზურაბ პატარაძე ხელმძღვანელობენ მიმდინარე პროცესებს;

3. ყაზახური სახელმწიფო კომპანია ყაზტრანსოილი (ბათუმის პორტის ოპერატორი და ბათუმის ნავთობტერმინალის მფლობელი), აპირებს 2018 წლის მაისში აქტივების ყაზმუნაიგაზზე (ყაზახეთის სახელმწიფო ნავთობკომპანიაზე) გადაცემას. ამიტომ მამუკა ბახტაძე ცდილობს წაართვას პორტს ნავმისადგომების, ფლოტის და ა.შ. ოპერირების ხელშეკრულებები გრძელვადიანი პირობებით, ე.წ. აუთსორსინგით.

4. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სანამ კომპანია შემოვა ოპერირებაზე ოპტიმიზაციის მიზნით გადაწყდა ბათუმის პორტის და ტერმინალის თანამშრომლების გათავისუფლება."

Comments
Loading...