- Advertisement -

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები ოზურგეთის საკრებულოს შენობასთან აქციას აგრძელებენ

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები ოზურგეთის საკრებულოს შენობასთან აქციას აგრძელებენ. დღეს გურიაში ადგილობრივი პარტ აქტივის გარდა, სახვადასხვა რეგიონის ორგანიზაციის წარმომადგენლებიც იმყოფებიან. დედაქალაქიდან აქციას "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ნიკა მელია და კობა ხაბაზიც შეუერთდნენ.

მათი მოთხოვნაა გადაკვალიფიცირდეს საკრებულოს წევრების ბრალდება, რომლებმაც ბესო ქათამაძეს ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს. ოპოზიციის მტკიცებით ეს არ იყო უბრალოდ ცემა ეს იყო წინასწარ განზრახული ორგანიზებული დანაშაული. 

"ნაცვლად იმისა, რომ დადგინდეს სიმართლე დაკავებული არიან "ქართული ოცნების" დეპუტატები სიმართლის ჩაფარცხვით. გუშინ მოვიდა ჩემთან მერაბ ჭანუყვაძის მეგობარი და გურიის გუბერნიის თანამშრომელი შემოთავაზებით წავსულიყავით მათთან ქპცურ მოლაპარაკებაზე, მაგრამ ამას არ დავუშვებთ," – განაცხადა ნაციონალური ოძრაობის წევრმა დავით მჟავანაძემ

Comments
Loading...