“ნაციონალურმა მოძრაობამ” აჭარის რეგიონში კრიმინოგენული სიტუაციის გაუარესება გააპროტესტა ბათუმი დამატების თარიღი 4 მაისი, 2018 174 საპროტესტო მსვლელობა ოპოზიციამ მოქალაქეებთან ერთად ბათუმის იუსტიციის სახლიდან დაიწყო და პოლიციის აჭარის მთავარ სამმართველოსთან დაასრულა. აქციის მონაწილეებს აჭარის ორგანიზაციის ლიდერმა ლევან ვარშალომიძემ მიმართა. აქციას შეუერთდა პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძეც. მან ოპოზიციას საპრეზიდენტო არჩევნების წინ გაერთიანებისკენ მოუწოდა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ კრიმინალის შემთხვევებმა იმატა. "მოუწოდებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, გაითავისოს, რომ ამ ქვეყნის პოლიცია ემსახურება საქართველოს და მის ყველა მოქლაქეს და არა ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს. სამწუხაროდ ბოლო პერიოდში ამ ხელისუფლებამ პოლიცია აქცია კონკრეტული ადამიანის და კონკრეტული პოლიკური ჯგუფის დამცველად,ამის ნათელი მაგალითია პოლიციელის თვალწინ მშვიდობიანი აქციის წევრების, მათ შორის დეპუტატების მიმართ რამდენიმე დღის წინ აქციაზე განხორციელებული ძალადობა." – აცხადებს მირდატ ქამადაძე. პრეტენზიები უკავშირდებოდა ასევე გამოძიების პროცესს, რომელიც დენდროლოგიურ პარკში ხეების გადატანის წინააღმდეგ გამართულ აქციებს უკავშირდება.