- Advertisement -

“ნაცმოძრაობა”:ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს მშენებლობაში სავარაუდოდ კოროფციული ნიშნები იკვეთება

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ნაციონალური მოძრაობიდან გია დიასამიძე ვარაუდობს, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობის მეშვეობით აჭარის მთავრობა კორუფციულ გარიგებაშია. ამის მიზეზად ოპოზიციონერმა დეპუტატამა მშენებლობისთვის დამატებით გამოყოფილი 7 მილიონილარი დაასახელა, რომელიც საზოგადოებისთვის გაუმჭვირვალედ აითვისა დამკვეთმა შპს სტადიონმა და მშენბლობის განმახორციელებელმა შპს "საბა კონტრაქშენმა". გია დიასამიძე მოითხოვს, რომ აღებული ვალდებულებები პირნათლად შეასრულოს კომოანიებმა და დროულად მოხდეს რესპუბლიკური საავადმყოფოს მართვის კონცეფციის ჩამოყალიბება, რომელიც ამ დრომდე უცნობია.

"ბათუმში რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობა. აჭარის არ მთავრობის მიერ 2014 წელს დაანონსდა აღნიშნული საავადმყოფოს მშენებლობა, რომელიც რეალურად დაიწყო 2016 წელს. აღნიშნულ მშენებლობას ანხორციელებს შპს ,,სტადიონი,, ხოლო უშუალოდ აშენებს კომპანია ,,საბა კონსტრაქშენი,, ზედამხედველობას უწევს შპს ,,იოკო ჯგუფი,, მშენებლობის ღირებულება შეადგენს 22 172 764 ლარს, ზედამხედველობის ღირებულება კი 494 999 ლარს, როგორც ცნობილია მშენებლობის დასრულების ვადა, მიუხედავად მთავრობის მტკიცებისა, რომ მშენებლობა დათქმულ ვადებში დასრულდებოდა, გადაიწია რამდენჯერმე და დღესაც არ არის ცნობილი მისი დასრულების ვადა. ბოლო ვადა, რომელიც დასახელდა ეს იყო 2018 წლის 31 აგვისტო. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის მაისის თვის ცვლილების შესაბამისად შპს ,,სტადიონს,, საავადმყოფოს მშენებლობისთვის დამატებით გამოეყო 7.3 მილიონი ლარი.

პროცესი გაუმჭვირვალედ მიმდინარეობს, რაც იწვევს ეჭვებს კორუფციასთან დაკავშირებით, მაშინ როცა ობიექტის მშენებლობა დასრულებული უნდა ყოფილიყო, გაურკვეველია რატომ გაიზარდა მშენებლობის ღირებულება თითქმის 30%–ით. არ არის ჩამოყალიბებული კონცეფცია თუ რა ტიპის სამედიცინო დაწესებულების გახსნას აპირებს მთავრობა, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ დღემდე არ არის საჭირო სამედიცინო აპარატურის დააღჭურვილობის სია და არ არის გამოყოფილი თანხა მათ შესაძენად. სირთულეს ქმნის ასევე მთავრობის წარმომადგენელთა მხრიდან ურთიერთგამომრიცხავი კომენტარები აღნიშნული საავადმყოფოს მფლობელობის საკითხთან დაკავშირებით.


გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან ჩვენ მოვითხოვთ აჭარის მთავრობისგან გაგვცენ პასუხი რამდენიმე კითხვაზე:

1. რამდენად საჭირო იყო დამატებითი რგოლის გაჩენა შპს,,სტადიონის,, სახით, მაშინ როდესაც შესყიდვა შეიძლება ეწარმოებინა უშუალოდ აჭარის მთარობას და ხომ არ დგას ამის უკან ჩინოვნიკების ინტერესები?
2. რატომ ვერ შეასრულა სამუშაოები დროულად კომპანია საბა კონსტრაქშენმა და სანქციები დაეკისრა მას ტენდერის პირობების დარღვევისათვის?
3. რით არის განპირობებული მშენებლობის ღირებულების გაზრდა 7.3 მილიონი ლარით, ანუ მშენებლობის ღირებულების თითქმის 30 %–ით და ხომ არ იკვეთება აქ კორიფციული გარიგების ნიშნები?
4. როდის წარმოადგენს აჭარის მთავრობა აღნიშნული საავადმყოფოს განვითარების ხედვა და კონცეფცია?
5. რა თანხა უნდა გამოიყოს ბიუჯეტიდან საავადმყოფოს აღჭურვაზე?
6. როდის დასრულდება მშენებლობა და როდის გაიხსნება და დაიწყებს ფუნქციონირებას საავადმყოფო?
7. აპირებს მთავრობა საავადმყოფოს გასხვისებას თუ თვითონ მართავს კლინიკას?

აქვე გვექნება თხოვნა ანტიკორუფციულ და სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან გამომდინარე მრავალი ზემოთჩამოთვლილი რისკ–ფაქტორისა, შეისწავლოს აღნიშნული მშენებლობასთან დაკავშირებული კორუფციული რისკები",- განაცხადა გია დიასამიძე

Comments
Loading...