- Advertisement -

“ნაცმოძრაობამ” იმერეთის გუბერნატორისა და ვიცე-გუბერნატორების ხელფასების ზრდა მოუწესრიგებელი გზის ფონზე გააპროტესტა

"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის წევრებმა იმერეთის გუბერნატორისა და ვიცე-გუბერნატორებისათვის ხელფასების ზრდის ფაქტი გააპროტესტეს. პარტიის წარმომადგენლებმა ბრიფინგი ქუთაისში, იაშვილის ქუჩაზე, მოუწესრიგებელი საგზაო ინფრასტრუქტურის ფონზე გამართეს.

საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის ბესიკ ბრეგაძის თქმით, იაშვილის ქუჩა ის ქუჩაა, სადაც ქალაქის მერი გიორგი ჭიღვარია ცხოვრობს და სადაც მოსახლეობა მოუწესრიგებელი გზის საფარის გამო პრეტენზიებს გამოთქვამს.

"ჯერ იშრომონ და გაზრდილი ხელფასები შემდეგ აიღონ. ამ ქუჩაზე გაუსაძლის მდგომარეობაში ცხოვრობს მოსახლეობა. შეუძლებელია მანქანებით გადაადგილება," -ამბობს ბესიკ ბრეგაძე.

ცნობისთვის, მთავრობის დადგენილებით, იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაიზარდა და 2 900 ლარის ნაცვლად, 5 900 ლარი გახდა. ხელფასები გაეზარდათ ვიცე-გუბერნატორებსაც.

Comments
Loading...